შეჯიბრება ტრადიციულია და ყოველწლიურად კურტანიძის დაბადების დღეს, 13 ოქტომბერს იმართება. ტიტულოვან ფალავანი წლეულს 48 წლისა გახდებოდა.
ამ დღეს გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის დარბაზში ჩვენი ქვეყნის თხუთმეტამდე ქალაქის აღსაზრდელებმა მოიყარეს თავი. ასპარეზობას კობას მამა და შვილებიც ადევნებდნენ თვალს. ტურნირში პირველობისათვის ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების პირველ ნომრებს არ მიუღიათ მონაწილეობა, თუმცა ამ ასაკში წლევანდელი ჩემპიონატის პრიზიორებიდან არაერთმა იჭიდავა. მაგალითად,
მიუხედავად მონაწილეთა სიმრავლისა, აბსოლიტურში სულ ორმა ძიუდოისტმა გამოთქვა ასპარეზობის სურვილი და მათ შორის გამარჯვებული ცნობილი ქუთაისელი ფალავანის აკაკი კიბორძალიძის ვაჟი გუგა კიბორძალიძე გახდა. მართალია, ეს ქუთაისელი მოჭიდავეების ერთადერთი ოქროს მედალი იყო ამ შეჯიბრებაზე, მაგრამ მათ გუნდურ ჩათვლაშიც არ უჩვენებიათ ურიგო შედეგი. იმერელთა მონაპოვარი თითო პირველ-მეორე და ექვსი მესამე ადგილი იყო. ამ შედეგით კი მათ თბილისის ერთდროულად სამი დარბაზის სპორტსმენთა საერთო მიღწევა გადაფარეს (2-2 პირველი და მესამე ადგილი).
საუკეთესო კი გუნდურ ჩათვლაში გორის გუნდი აღმოჩნდა 4 - I, 5 - II და 3 - III ადგილი (მწვრთნელები ანზორ თენაძე და ნიკო ბიბილაშვილი).
კვარცხლბეკი
55 კგ: 1. ბექა შავდათუაშვილი, 2. მინდია ღოლიჯაშვილი, 3. ვანო ჯავახიშვილი (სამივე - გორი) და დათო კუპატაძე (საგარეჯო).
60 კგ: 1. ლევან თანიაშვილი (თბილისი), 2. ზაზა როსტომაშვილი (საგარეჯო), 3. მამუკა გიორგაძე და გოგა ლომთაძე (ორივე - ქუთაისი).
66 კგ: 1. ანდრო ბერუაშვილი, 2. გიორგი მუზიაშვილი, 3. ირაკლი ლომიძე (სამივე - გორი) და ცოტნე მელაშვილი (თბილისი).
73 კგ: 1. გეგა გეგენიძე (მარტყოფი), 2. ალიკა ნანიევი (ლაგოდეხი), 3. გიორგი დარისპანაშვილი (საგარეჯო) და გიორგი ობოლაშივილი (მარტყოფი).
81 კგ: 1. გიორგი ხაჩიური, 2. აკაკი ზაალიშვილი (ორივე - გორი), 3. თამაზ ონიანი და გოგა კორიფაძე (ორივე - ქუთაისი).
90 კგ: 1. გიორგი სეტიელი (თბილისი), 2. ჯაბა კაპანაძე, 3. ოთარ ტყეშელაშვილი და ჯაბა ჩეჩელაშვილი (ქუთაისი).
100 კგ: 1. გიგა თაყაძე, 2. უშანგი გასიტაშვილი, 3. სერგო ბალიაშვილი (სამივე - გორი) და ლაშა ტაველური (თბილისი).
აბსოლუტური:L1. გუგა კიბორძალიძე (ქუთაისი), 2. გიგა გელაშვილი (გორი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"