ერთი განვლილი წლის მიწურულს უკვე ჩატარდა, მეორე კი 1 - 2 თებერვალს გორში უნდა გაიმართოს. პერსპექტიული ჭაბუკების მონაწილეობა სავალდებულოა და სწორედ ამიტომ რეგიონების გუნდები დიდი მონდომებით ემზადებიან.
გუშინწინ შიდა ქართლმა თავისი ნაკრების შემადგენლობა გაარკვია. კასპის, გორის, ქარელისა და ხაშურის ძიუდოს სკოლათა აღზრდილებმა გურამ პაპიტაშვილის სახელობის დარბაზში რვა წონით კატეგორიაში ოთხ საუკეთესოთა შორის მოსახვედრად იბრძოლეს.
თითოეულ
როგორც ასაკობრივი გუნდების შემთხვევაში ხშირად ხდება, საქართველოს ნაკრების შიდა ქართლელი შარშანდელი წევრებიდან თითქმის ყველა გასცდა ჭაბუკთა ასაკს.
მათგან ყველაზე ტიტულოვანი ბექა ღვინიაშვილია (81 კგ) - ჭაბუკთა შორის, საქართველოს, ევროპის, მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული. ბუნებრივია, მისი დარი სპორტმენის ყოველ წელს აღმოჩენა ძნელია, მაგრამ სპეციალისტებს გიორგი კაციაშვილის (55), გიორგი მეტრეველის (60) და იესო კვირიკაშვილის (73) ეიმედებათ, რომლებმაც უკანასკნელ წლებში არაერთ შიდა შეჯიბრებაში გამოიჩინეს თავი.
კვარცხლბეკი
50 კგ. 1. არჩილ ქარელიშვილი (გორი), 2. გურამ ზაქუტაშვილი (ქარელი), 3. რობინზონ ბეგლარიშვილი და გიორგი მირუაშვილი (ორივე - გორი);
55 კგ. 1. გიორგი კაციაშვილი (კასპი), 2. ერეკლე არხოზაშვილი (გორი), 3. ზურაბ ჭონიაშვილი (კასპი) და ვლადიმერ გელაშვილი (ქარელი);
60 კგ. 1. გიორგი მეტრეველი (ხაშური), 2. ჯიმშერ დაბრუნდაშვილი, 3. ბექა სეხნიაშვილი და დიმიტრი ბზიშვილი (სამივე - გორი);
66 კგ. 1. გიორგი არგუთაშვილი, 2. სოსო გიორგაძე, 3. ვანო ტატულაშვილი (სამივე - გორი) და ნიკა სიდამონიძე (ქარელი);
73 კგ. 1. იესო კვირიკაშვილი, 2. ბესო ქოქაშვილი (ორივე - გორი), 3. გიორგი მულაძე (ხაშური) და დავით იმერლიშვილი (ქარელი);
81 კგ. 1. ბექა შერაზადაშვილი (ქარელი), 2. თამაზ ქობლიანიძე (გორი), 3. ნიკა გელაშვილი (ქარელი) და ბონდო ბულბულაშვილი (კასპი);
90 კგ. 1. შალვა ჯანანაშვილი (კასპი), 2. ბექა ასანიძე (ქარელი);
+ 90 კგ. 1. გიორგი ფარადაშვილი (ქარელი), 2. გიორგი გომარელი, 3. ელგუჯა ხეჩიკაშვილი (ორივე - გორი);
დავით ასპანიძის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"