შესაბამისად, შიდა ქართლის ოთხივე რაიონის ძიუდოს სკოლებმა, რომლებმაც ერთი კვირის წინ ჭაბუკთა სარეიტინგო შეჯიბრებისთვის ჩაატარეს შესარჩევი ტურნირი, ახლა ახალგაზრდებს უხმეს ტატამზე.
ამ ასაკში სარეიტინგო პირველობა 4-5 თებერვალს ბოლნისშია დაგეგმილი. გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის დარბაზში რეგიონის ახალგაზრდა ძიუდოისტებმა რვა წონით კატეგორიაში ოთხ-ოთხი საუკეთესოს გამოსავლენად იბრძოლეს. როგორც მოსალოდნელი იყო ადგილების დიდი ნაწილი მასპინძლებს ერგოთ.
გუნდში ქარელმა სპორტსმენებმა ხუთი, კასპელებმა კი ორი ადგილი
გაგაცნობთ საუკეთესო ოთხეულებს
55 კგ. მინდია ღოლიჯაშვილი, გიორგი შავდათუაშვილი, შალვა წეველიძე (სამივე - გორი), დათო შუბითიძე (ქარელი).
60 კგ. ნიკა მშვიდობაძე, ბექა შავდათუაშვილი, ზეზვა ახალკაცი, ვანო ჯავახიშვილი (ყველა - გორი).
66 კგ. ირაკლი ლომიძე, ანდრო ბერუაშვილი, შოთა ოქროპირიძე (სამივე - გორი), ზაზა სიმონიშვილი (ქარელი).
73 კგ. ნიკა გუსოშვილი, ლევან ტერმაკოზაშვილი, ბექა ავაზნელი, თენგო ბაჭაძე (ყველა - გორი).
81 კგ. ალექსანდრე ზაალიშვილი, ილია ოქროპირიძე, სანდრო მაისურაძე, დიმიტრი წურიაშვილი (ყველა - გორი).
90 კგ. უშანგი გასიტაშვილი (გორი), აბესალომ ასანიძე (ქარელი).
100 კგ. გიგა თაყაძე (გორი), ჯემალ ოსაძე, გელა მაღრაძე (ორივე - ქარელი), დავით ბურდული (კასპი).
+ 100 კგ. გიგა გელაშვილი, ბექა ფოფხაძე, სერგო ბალიაშვილი (სამივე - გორი), დიმიტრი გუგულაშვილი (კასპი).
დავით ასპანიძის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"