გამარჯვება სამმა რეგიონმა გაინაწილა

AutoSharing Option
გორში გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის დარბაზში ჭაბუკთა სარეიტინგო პირველობაზე ძიუდოში ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონის 230-მდე ძიუდოისტი შეიკრიბა.

მონაწილეობდა გორში ერთობლივ შეკრებაზე ჩამოსული ბაქოს გუნდიც. რეგიონის აქტიურობა იმან განაპირობა, რომ საქართველოს ჩემპიონატთან ერთად ამ შეჯიბრების შედეგებსაც გაითვალისწინებენ ქვეყნის ჭაბუკთა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობის დაკომპლექტებისას.

წონაში ოთხ-ოთხი ძიუდოისტით შემდგარი ნაკრები ანთალიის ტურნირზე იასპარეზებს. იქ ნაჩვენები შედეგებით ოთხეულები ორ-ორ სპორტსმენამდე შემცირდება ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე საასპარეზოდ. შეგახსენებთ, რომ წლეულს ჭაბუკთა ნაკრებს გია თენაძე გაწვრთნის, რომელსაც დაეხმარება გიორგი რევაზიშვილი.

გორში გამართულ ზემოხსენებულ ასპარეზობაში მსუბუქ წონებში
მნიშვნელოვანი უპირატესობა შიდა ქართლელებს ჰქონდათ.

განსაკუთრებით კასპელი გიორგი კაციაშვილისა (55კგ) და ხაშურელი გიორგი მეტრეველის (60 კგ) კარგი ჭიდაობაა აღსანიშნავი. 73 კგ-ში ჭაბუკთა შარშანდელი ჩემპიონატის ფინალისტმა ვანო ჩურჩხელაშვილმა (კახეთი) კარგად განაგრძო მჩატე წონაში (46 კგ) თანაგუნდელი ნიკა ჭიკაიძის წარმატებული სტარტი და ისიც პირველ ადგილზე გავიდა.

ოქროს მედლები ცხრა წონით კატეგორიაში შიდა ქართლმა, კახეთმა და თბილისმა თანაბრად გადაინაწილეს (სამ-სამი ჩემპიონი).

შეჯიბრებას მრავლად ესწრებოდნენ ძიუდოს ტიტულოვანი ფალავნები, ფედერაციის წარმომადგენლები.

მსაჯებად ფედერაციამ ასპარეზობაზე ეროვნული და საერთასორისო კატეგორიის არბიტრები მიავლინა.

კვარცხლბეკი
46 კგ. 1. ნიკა ჭიკაიძე (კახეთი), 2. ლევან შონია (იმერეთი), 3. ტატო ტატულაშვილი (შიდა ქართლი), ალეკო სულაკაძე (იმერეთი).
50 კგ. 1. არჩილ ქარელიშვილი (შიდა ქართლი), 2. ილია შუბითიძე (სამაჩაბლო), 3. გიორგი მირუაშვილი (შიდა ქართლი), გიორგი არაბული (რაჭა-ლეჩხუმი).
55 კგ. გიორგი კაციაშვილი, 2. ერეკლე არხოზაშვილი, 3. თამაზ ნოზაძე ( სამივე - შიდა ქართლი), დაუდ მამედოვი (აზრებაიჯანი).
60 კგ. 1. გიორგი მეტრეველი (შიდა ქართლი), 2. კობა მჭედლიშვილი (კახეთი), 3. თორნიკე მახათაძე (თბილისი), რეზო ცარციძე (ქვემო ქართლი).
66 კგ. 1. ზაზა მეგრელიშვილი, 2. ჯემალ ბუჩუმტური (ორივე - თბილისი), 3. ზვიად მრელაშვილი, შალვა ლეკიაშვილი (ორივე - კახეთი).
73 კგ. 1. ვანო ჩურჩელაშვილი (კახეთი), 2. ზურა ლომიძე (იმერეთი), 3. იესო კვირიკაშვილი (შიდა ქართლი), რამაზ ჩოჩელი (მცხეთა-მთიანეთი).
81 კგ. 1. გიორგი ქურდიანი, 2. სულიკო სეთურიძე, 3. ლაშა აბუაშვილი (სამივე - თბილისი), კახა ლიპარტელიანი (ქვემო ქართლი).
90 კგ. 1. დავით ოზბეთელაშვილი, 2. ჯაბა მუმლაძე (ორივე - კახეთი), 3. შალვა ზვიადაური, გიგა ბეგიაშვილი (ორივე - თბილისი).
+ 90 კგ. 1. გიორგი ძებისაშვილი, 2. ზურა გოჯიაშვილი (ორივე - თბილისი), 3. ბაქარ კუხიანიძე (იმერეთი), მიხეილ ახალაური (კახეთი).

დავით ასპანიძის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული