ენგურ გოგიჩაიშვილის ხსოვნის ტურნირი

AutoSharing Option
ტრაგიკულად გარდაცვლილი ქართველი ძიუდოისტის ენგურ გოგიჩაიშვილი მემორიალური ტურნირი ტრადიციულად იმართება გორში, რომელსაც ამჯერადაც გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის დარბაზმა უმასპინძლა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გუგავამ შარშან გუნდის დაკომპლექტებისას საქართველოს პირველობასთან ერთად სწორედ ამ შეჯიბრების შედეგებიც გაითვალისწინა.

წლეულს ეს ფუნქცია ანზორ მარგველანის ხსოვნის ტურნირს დააკისრეს, რომელიც ორი კვირის წინათ ბოლნისში ჩატარდა. ამის გამო გორში გამართული ასპარეზობა ამჯერად შარშანდელივით წარმომადგნელობითი არ იყო და არც ნაკრების მწვრთნელი დასწრებია, თუმცა ახალგაზრდული ნაკრების წევრობის არაერთმა კანდიდატმა იასპარეზა.

ბოლნისში მესამე საპრიზო ადგილზე გასულმა რამდენიმე ძიუდოისტმა
გორში ფინალშიც ვერ გააღწია. გამონაკლისი ირაკლი ლომიძე (66 კგ) და ალეკო ზაალიშვილი (81) იყვნენ, რომლებიც კვარცხლბეკის პირველ საფეხუზე დადგნენ. ისე კი, გამარჯვებული და პრიზიორი თითქმის ყველა გუნდს ჰყავდა.

საერთო წარმატება მასპინძლებს ხვდათ წილად. რვიდან ექვს წონაში სწორედ გორელებმა იპირველეს, ორში - თბილისელებმა. ტურნირს, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი შიდა ქართლის ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელი, ენგურის ძმა ბორის გოგიჩაიშვილი გახლდათ, მრავალად დაესწრნენ ახლო წარსულის ცნობილი ფალავნები.

კვარცხლბეკი
55 კგ. 1. რატი ასლანიშვილი (თბილისი), 2. გიორგი შავდათუაშვილი, 3. შალვა წეველიძე (ორივე - გორი), სანდრო ხუციანიძე (თბილისი).
60 კგ. 1. ნიკა მშვიდობაძე, 2. მინდია ღოლიჯაშვილი, 3. ბექა შავდათუაშვილი, ალეკო ბუჟღულაშვილი (ოთხივე - გორი).
66 კგ. 1. ირაკლი ლომიძე (გორი), 2. ლაშა პარასკევაშვილი, 3. ლევან კირკიტაშვილი (ორივე - თბილისი), ზაზა სიმონიშვილი (ქარელი).
73 კგ. 1. ანდრო ბერუაშვილი (გორი), 2. ომარ ნიაზაშვილი (თბილისი), 3. ალიკა ნანიევი (ლაგოდეხი), გიორგი ობოლაშვილი (მარტყოფი).
81 კგ. 1. ალეკო ზაალიშვილი, 2. ილია ოქროპირიძე, 3. სანდრო მაისურაძე (სამივე - გორი), გურამ ხოხობაშვილი (თბილისი).
90 კგ. 1. უშანგი გასიტაშვილი (გორი), 2. აბესალომ ასანიძე (ქარელი).
100 კგ. 1. თორნიკე ოთინაშვილი (თბილისი), 2. დავით ჩოქური (მცხეთა), 3. დათო ბურდული (კასპი), გიგა თაყაძე (გორი).
მძიმე. 1. გიგა გელაშვილი (გორი), 2. ბექა ფოფხაძე (ზესტაფონი), 3. სერგო ბალიაშვილი (გორი), ბორის ხუხუა (თბილისი);

დავით ასპანიძის ფოტო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული