ლაშა შავდათუაშვილის ოლიმპიური ოქრო მის მშობლიურ კარალეთში აღნიშნეს [+VIDEO]

AutoSharing Option
29 ივლისს 20 წლის ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე ქართულ დელეგაციას პირველი ოქროს მედალი მოუპოვა.

შავდათუაშვილმა ოლიმპიადაზე ოთხი შეხვედრა იპონით მოიგო და ფინალში გავიდა. ქართველი სპორტსმენის მეტოქე ფინალში 31 წლის უნგრელი ძიუდოისტი მიკლოშ უნგვარი იყო.

განსაკუთრებულად აღნიშნეს ახალგაზრდა ძიუდოისტის გამარჯვება მის მშობლიურ კარალეთში. ლაშა შავდათუაშვილის მშობლების ოჯახში შეკრებილი კარალეთელები მოუთმენლად ელოდნენ თანასოფლელის ყველა შეჯიბრის დასრულებას და საბოლოო გამარჯვებას (იხილეთ ვიდეო).

"რუსთავი 2"-ის ვიდეომასალა

ასევე იხილეთ:
ლაშარელა - მეექვსე გაელვება [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლაშა შენ და შენმა ოჯაგმა გაიხარე როგორც მთელი საქართველო გაახარე
dato-dato
19:38 30-07-2012
0
ჯერ ყველაფერი წინ გაქ ლაშარელა. მაგარი კაცი ხარ
zaza
20:27 30-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული