საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს განცხადება

AutoSharing Option
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" და ძიუდოისტ ბეთქილ შუკვანის მიერ 2 აგვისტოს წამოყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრები ლონდონის ოლიმპიადაზე საპატიო სტუმრების სტატუსით იმყოფებიან და მსაჯების გადაწყვეტილების გაპროტესტების არანაირი უფლება არ აქვთ.

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო წუხს ლონდონის ოლიმპიადაზე ძიუდოისტ ბეთქილ შუკვანის წარუმატებელი გამოსვლის გამო და აცხადებს, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად შეუწყო ხელი ოლიმპიადაში მონაწილე ყველა სპორტსმენს წარმატებული ასპარეზობისთვის.

რაც შეეხება პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" და ძიუდოისტ ბეთქილ შუკვანის
მიერ წამოყენებულ ბრალდებებს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სპორტსმენებს, რომ გამიჯნონ სპორტი და აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა და საკუთარ სპორტულ წარმატებებს თუ წარუმატებლობას ნუ გამოიყენებენ იაფფასიანი პოლიტიკური ქულების დასაგროვებლად.

msy.gov.ge

ასევე იხილეთ:
ბეთქილ შუკვანი: ოლიმპიური სოფლიდან ნასვამ გია უდესიანს გამოვერიდე
სკანდალი: ბეთქილ შუკვანი ლონდონიდან საქართველოს დელეგაციას გამოექცა [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვარძელაშვილმა სამთავრობო ვებ გვერდზე მინისტრად დანიშვნის პერიოდში გამოქვეყნებული ბიოგრაფიიდან ( მას შემდეგ რაც ინტერნეტში დაიწერა , რომ მას არ უსწავლია გამოქვეყნებულ სასწავლებლებში)ამოიღო სამედიცინო კოლეჯის ,ეკონომიური ინსტიტუტის, მაგისტრის წოდების დიპლომები (ყალბი იყო და იმიტომ,),დატოვა მხოლოდ აგრარულის ბაკალავრიატის, სადაც ფიზიკურად ვერ ივლიდა რადგან 2002 2006 წლებში ის უკვე ალბათ ყალბი საბუთებით თანამდებობის პირი იყო. ანუ არსა უსწავლია.
კულტურის სამინისტროში ახლაც შეგიძლიათ ნახოთ მისი შევსებული ქსივა, სადაც აქვს ყალბი დიპლომები მოხსენიებული.
უდესიანი მისი მეჯვარეა და ბიჭები ერთად ერთობიან ბიუჯეტის ხარჯზე.სწორედ ეს მინისტრი არის ამ მთავრობიოს სახე. კაცს არასდროს არ ქონია სპორტთან შეხება, არც ჯარში ყოფილა და ასეთსაბარია ქართული სპორტი
jemala
09:33 03-08-2012
0
medroshe vardzelashvili, judos federaciis vitom prezidenti, da kidev bevri gamoudegari da ara mcodne adamiani,sports da konkretulad judo,televizoridan unda uyurebdnen!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
jemali
23:11 02-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული