დავით ნამგალაური: ბეთქილ შუკვანი ჩვენს სპორტსმენებს საქომაგოდ არ მიჰყვებოდა

AutoSharing Option
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ნამგალაურის განცხადებით, ძიუდოისტი ბეთქილ შუკვანის ბრალდებები მტკნარი სიცრუეა.

ამის შესახებ დავით ნამგალაურმა "ინტერპრესნიუსს" 13 აგვისტოს, ლონდონის ოლიმპიადიდან დაბრუნების შემდეგ განუცხადა. მისივე თქმით, შუკვანის ბრალდებებით მთელ დელეგაციას ჩირქი მოეცხო.

"იმ პერიოდში ვიყავი ადგილზე და ძალიან ბევრი ტყუილი მესმის ბეთქილ შუკვანის გარშემო დატრიალებული ისტორიის შესახებ - რომ მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა, მერვე სართულიდან გადმოხტა და გაიქცა.

ყველაფერი, რაც ამის შესახებ ითქვა, იყო ტყუილი და ამას, სადაც შესაძლებლობა მექნება, იქ ვიტყვი.

ვიზეც საუბრობენ, ზეწოლას ახორციელებდაო, მას
საერთოდ არ ჰქონდა უფლება ოლიმპიურ სოფელში შემოსვლის და არც გარეთ ელოდებოდა. იმ ტერიტორიას კილომეტრიან პერიმეტრზე იცავდნენ და ხალხი, მით უმეტეს, ნასვამი - ადვილად ვერ შემოვიდოდა და გავიდოდა.

არ ვიცი, რამ აიძულა შუკვანი, რომ ამდენი ტყუილი მოეგონებინა და ჩვენთვის ჩირქი მოეცხო"
, - აღნიშნა ნამგალაურმა.

ნამგალაურის თქმითვე, არ არსებობდა საფუძველი, რომ შუკვანის მარცხი გასაჩივრებულიყო და ამას ძიუდოს სპეციალისტებიც დაადასტურებენ.

"არავინ დაიჯეროს, რომ ამ სპორტსმენის შემდეგ ვინმეს ჩვენზე ძალიან უნდოდა მისი წარმატება. შუკვანმა ბოლო ხუთ წამში მოგებული შეხვედრა დათმო. როდესაც საუბარი მიდის იმაზე, რომ ჩვენ არ გავასაჩივრეთ, ვერ ვხვდები, რა უნდა გაგვესაჩივრებინა?!

ძიუდოს ბევრი სპეციალისტი იტყვის, თუ რატომ წააგო, რა მოხდა რეალურად და იყო თუ არა გასასაჩივრებელი რამე.

ადამიანმა მოგებული შეხვედრა 5 წამი ვერ შეინარჩუნა. იმ დღეს ჩვენი დელეგაცია მისგან მედალს ელოდებოდა"
, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე ინფორმაციით, მარცხის შემდეგ შუკვანი თავისი მეგობრების საგულშემატკივროდაც არ დადიოდა.

"გასაგებია, ადამიანმა წააგო და განიცდიდა. უნდა ითქვას ისიც, რომ ის არ დადიოდა სხვა სპორტსმენების საგულშემატკივროდ, რაც ძალიან ცუდად გვენიშნა. ის საკუთარ ნომერში იყო ჩაკეტილი და არ ვაწუხებდით, რადგან ვფიქრობდით, რომ მარცხს განიცდიდა", - აღნიშნა ნამგალაურმა.

”ინტერპრესნიუსი”

ასევე იხილეთ:
ბეთქილ შუკვანი: მე არაჯანსაღი ქართული პოლიტიკის მსხვერპლი ვარ
"საქართველოში ხელისუფლება სპორტსმენებზე ზეწოლას ახორციელებს!"
გიორგი ალექსიძე: ბეთქილ შუკვანმა ოლიმპიადა საკუთარი სურვილით დატოვა
ბეთქილ შუკვანი: ოლიმპიური სოფლიდან ნასვამ გია უდესიანს გამოვერიდე
ბეთქილ შუკვანის 5-წამიანი დრამა
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვერ წარმოვიდგენდი თუ ეს ნამგალაური ასეთი არაკაცი იქნებოდა! რა გიყო ბიჭო მიშაია ბლეყემ ასეთი??
Shoda
21:32 17-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული