"ავსტრიის დედაქალაქში საზარდულის ოპერაცია სექტემბრის შუა ხანებში გავიკეთე. ტკივილები განვლილი წლის მიწურულს, ახალგაზრდებიდან დიდებში გადასვლისას დამეწყო, თუმცა საგანგაშოდ არ მივიჩნიე და რადგან უმალვე ჩავერთე ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვებისთვის ტურნირებში, ოპერაციაც გადაიდო.
ლონდონიდან დაბრუნების შემდეგ, ბუნებრივია, ოპერაციის გაკეთება დადგა დღის წესრიგში და საამისოდ ქალაქი ვენა შეირჩა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ექიმების რეკომენდაციით, ერთი თვე უნდა დავისვენო. სამი თვის მერე კი სრული დატვირთვით დავიწყებ ვარჯიშს. ამჟამად მედიკოსები მხოლოდ ცურვის, რბენისა და ველოსიპედით
ხსენებულიდან გამომდინარე, გამოირიცხა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში შავდათუაშვილის ბრაზილიაში ასპარეზობა (რიო დე ჟანეირო), მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატში 27-28 ოქტომბერს. ამ ეტაპზე ლაშა ვერც იმ შეჯიბრებას აკონკრეტებს, სადაც იძულებითი შესვენების შემდეგ პირველად მოუწევს ტატამზე გასვლა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"