ლაშა შავდათუაშვილი: მერწმუნეთ, შეუძლებელი არაფერია!

AutoSharing Option
ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონობის შემდეგ, რასაკვირველია, ძალიან პოპულარული გახდა და არა მხოლოდ სპორტის გულშემატკივრებისთვისაა მასთან შეხვედრა და საუბარი საინტერესო.

ამ დღეებში ლაშა გორში საზოგადოება "ბილიკს" სტუმრობდა. ეს საზოგადოება ათ წელზე მეტია, ფუნქციონირებს და ზრუნავს სოციალურად დაუცველ, დევნილ ბავშვებზე, ხელს უწყობს მათ აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში.

ოლიმპიური ჩემპიონი ბავშვებს ესაუბრა, თუ როგორ გაიარა გზა ოლიმპიურ ჩემპიონობამდე და როგორ გაგრძელდა შემდეგ მისი ცხოვრება.

"მთავარია მონდომება, მიზნის დასახვა და ბევრი შრომა მიზნამდე მისასვლელად. მერწმუნეთ, რომ შეუძლებელი არაფერია", - მიმართა პატარებს ოლიმპიურმა ჩემპიონმა.

"ლაშა შავდათუაშვილის
სტუმრობამ უსაზღვროდ გაახარა ბავშვები. ისინი ძალიან კმაყოფილები დარჩნენ საამაყო ადამიანთან შეხვედრით.

დარწმუნებული ვარ, ბევრისთვის სტიმულის მიმცემი იქნება მასთან პირადად გასაუბრება.

წარმატებებს ვუსურვებთ ლაშასაც და ჩვენს ბენეფიციარებსაც. ძალიან მიხარია, რომ ეს შეხვედრა შედგა",
- გვითხრა საზოგადოება "ბილიკის" ჟურნალისტიკის სტუდიის ხელმძღვანელმა კატო ქოთოლაშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული