ამირან წიქორიძე - ახალი ქუთაისელი გოლიათი

AutoSharing Option
ქუთაისური ძიუდოს სკოლის სიძლერეზე სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ისიც კმარა, რომ რიონისპირა ქალაქში ორი ოლიმპიური ჩემპიონი (დავით ხახალეიშვილი და ირაკლი ცირეკიძე) აღიზარდა.

მათ "ნაკვალევზე" ბოლო პერიოდში არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა გამოჩნდა. რამდენიმე კვირის წინ აკაკი კიბორძალიძის სახელობის ტრადიციულ ტურნირზე სპეციალისტების ყურადღება 13 წლის ქუთაისელმა მძიმეწონოსანმა ამირან წიქორიძემ (სიმაღლე 189 სმ. წონა 130 კგ.) მიიქცია, რომელიც თანატოლებისგან აშკარად გამორჩეული იყო.

მან ყველა ორთაბრძოლა წმინდად და ეფექტურად მოიგო. ვფიქრობთ, ახალგაზრდა გოლიათის გაცნობა ჩვენი მკითხველისთვისაც არ იქნება უინტერესო.

"ვარჯიში 2010 წელს ქუთაისის მე-17 სპორტულ
დაწესებულებაში დავიწყე. იქამდე ძიუდოში ცოტა ხნით თბილისშიც დავდიოდი, მაგრამ ეს უფრო გაჯანსაღების მიზნით იყო და სპორტსმენობაზე არც ვფიქრობდი.

ქუთაისში გადმოსვლის შემდეგ მივხდი, რომ წარმატების მიღწევა შემეძლო და ვარჯიშებსაც უფრო სერიოზულად მოვეკიდე.

გურჯაანში ერთ-ერთ ტურნირზე ჩემს ტოლებში მეორე ადგილზე გავედი, რაც ჩემთვის დიდი სტიმული იყი, ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ძიუდოს გავყოლოდი. ამჟამადაც მე-17 სპოტსკოლაში ვემზადები. დავით თევდორაძე, ფირუზ ტყეშელაშვილი, ამირან მამრიკიშვილი და ვეფხვია ბალხამიშვილი მავარჯიშებენ.

- ხსენებულ ტურნირამდე რაიმე წარმატებები თუ გქონდა?
- ვარჯიში საკმაოდ გვიან დავიწყე, მაგრამ ჩემს ტოლებში სამჯერ გავხდი საქართველოს ჩემპიონი.

- კიბორძალიძის სახელობის ტურნირზე მეტოქეები საკმაოდ იოლად დაამარცხე, ვინ მიგაჩნია საქართველოში შენს კონკურენტებად?
- ჯაბა ქარელიშვილი და ლევან ჭელიძე, თუმცა ისეთები რომლებთანაც ჭიდაობა მიჭირს უფრო დიდ წონებში არიან და მინდა, რომ იმ დონემდე მივაღწიო უფროსებშიც კარგი შედეგები მქონდეს.

- საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობის გამოცდილება თუ გაქვს?
- ორჯერ ბაქოში ვიჭიდავე 1997-99 წლიანებს შორის გამართულ საერთაშორისო ტურნირზე და ორივეჯერ მესამე ადგილი დავიკავე.

- ქუთაისის სპორტის სასახლეში თქვენს ჭიდაობას ოლიმპიური ჩემპიონები დავით ხახალეიშვილი და ირაკლი ცირეკიძეც ადევნებდნენ თვალს...
- ეს ჩემთვის და ჩემი თანატოლებისთვის ძალიან დიდი სტიმული იყო, ვცდილობდით საუკეთესოდ გვეჭიდავა და დიდი სპორტსმენების ყურადღებიც ცენტრში მოვხვედრილიყავით. კარგი იქნება თუ ასეთი ტურნირები ხშირად გაიმართება.

- რა არის შენი უახლოესი მიზანები?
- მინდა, რომ 2015 წელს თბილისის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ჩემპიონი გავხდე და ამისთვის აქედანვე ვემზადები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
კი კი 13საა ჩემი გუნდელია ერთ დარბაზში ვარჯიშობთ და ვიცი რომ 13 სააა 3ჯერ მოიგო ამ ასაკსჰი საქარტველო
giorgijudo
20:50 12-11-2012
0
წარმატებებს გისურვებ, შვილო, მაგრამ თავში არ აგივარდეს, - ყოველი ახალი წარმატება ახალ გამოწვევად აღიქვი, ქეიფებსა და დროსტარებაში არ გადავარდე, სპორტში მგლის კანონია, როგორც ცხოვრებაში, მოეშვები თუ არა, ჩამოვარდები..
giorgi
12:23 11-11-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული