სკანდალი: დავით ხახალეიშვილი ლევან ყიფიანს ზეწოლაში ამხელს!

AutoSharing Option
22 ნოემბერს ძიუდოს ფედერაციაში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ხახალეიშვილმა პრესკონფერენცია გამართა.

ხახალეიშვილმა პოლიტიკურ ზეწოლაზე ისაუბრა, რომელიც მასზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ლევან ყიფიანის მხრიდან განხორციელდა.

მისი თქმით, 4-5 დღით წინ, ლევან ყიფიანმა ის ღამის 11-ის ნახევარზე სამინისტროში დაიბარა და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებზე კანდიდატურის მოხსნა მოსთხოვა. ყიფიანთან ერთად იმ დროს ლერი ხაბელოვიც იმყოფებოდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 26 ნოემბერს არის დანიშნული.

პრეზიდენტის პოსტზე კი საკუთ
არი კანდიდატურები მამუკა ხაბარელმა და დავით ხახალეიშვილმა წარადგინეს.

თავად ხახალეიშვილი აცხადებს, რომ არ აპირებს კანდიდატურის მოხსნას და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმის კურსში პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს და შს მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ჩააყენებს.

ასევე იხილეთ:
ინციდენტის გამოხმაურება: ეს იყო უკანასკნელი რეციდივი ძიუდოში

მორიგი უსიამოვნება ქართულ ძიუდოში: რატომ იჩხუბეს შუკვანმა დ გუჯეჯიანმა?
მკითხველის კომენტარები / 3 /
აუ ეს ვინ დაამუშავა ასე რააა.ეე კაცობა სად ჩააბარეთ ქართველებო...ნაცებს მიაყოლეთ.....
ameri
19:24 22-11-2012
0
ესენიც ზუსატად იმავეს აკეთბენ, რასც ნაცები ჩადიოდნენ!
ეს ოცნებაც ქოსატყუილა აღმოჩნდა! ქვეყანა და პროფესიონალიზმი არავის ადარდებს. ეს ვირთხები დაერიენ იმ ვირთხებს და ეგ არის!
აი ეს ბლაგვკუთხა ხაბარელი საიდან მოთხარეს!კაცი ვერ ნახეს წესიერი? დაგემხობათ ტავზე ძალაინ ამლე ყველაფერი, თუ ასე გააგრძლებთ, ყველაფერი დაგემხობათ თავზე!
0

სიახლეები პოპულარული