ძიუდოს ფედერაციის არჩევნები შესაძლოა, გადაიდოს

AutoSharing Option
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები შესაძლოა, ორი კვირით გადაიდოს, - ამის შესახებ ძიუდოს ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის მონაწილე დელეგატები საუბრობენ, რომლებიც 26 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში შეიკრიბნენ.

ერთ-ერთი დელეგატის, შენგელი ფიცხელაურის განცხადებით, ყრილობის მონაწილეთა უმრავლესობა თანხმდება, რომ უმჯობესია, ფედერაციის პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით არ მიიღონ ნაჩქარევი გადაწყვეტილება და საბოლოდ ყველაფერი ძიუდოს განვითარებისთვის სასარგებლოდ გადაწყდეს.

მისივე თქმით, 26 ნოემბერს გასამართი ყრილობა არ ჩაიშლება, ის შედგება და მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ არჩევნები ორი კვირის შემდეგ დაინიშნოს.

საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე მონაწილე დელეგატებს არჩევანი უნდა გაეკეთებინათ პრეზიდენტობის
ორ კანდიდატს - დავით ხახალეიშვილსა და მამუკა ხაბარელს შორის, თუმცა შესაძლოა, დელეგატთა ნაწილმა დავით ქევხიშვილის კანდიდატურაც დაასახელოს.

დელეგატების განცხადებით, საბოლოო მიზანი არის ის, რომ ძიუდოს ფედერაციას ხელმძღვანელობდნენ ის ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ სპორტის ამ სახეობას.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ძიუდოს ფედერაციის ყრილობა ამ წუთებში იწყება.

"ინტერპრესნიუსი"

ასევე იხილეთ:

დავით ხახალეიშვილი: შოთა ხაბარელი ქართულ ძიუდოს უნდა ჩამოშორდეს
თამაზ თევზაძე დავით ხახალეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
ინციდენტის გამოხმაურება: ეს იყო უკანასკნელი რეციდივი ძიუდოში
მორიგი უსიამოვნება ქართულ ძიუდოში: რატომ იჩხუბეს შუკვანმა და გუჯეჯიანმა?
გურამ პაპიტაშვილი: ურთიერთგაგებაში ძალიან მოვიკოჭლებთ
ირაკლი ცირეკიძე: ჩვენ ძიუდოისტებს ქართულად ჭიდაობაში არ ვზღუდავთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული