საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა

AutoSharing Option
23 აპრილს, გამთენიისას, საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები 25-28 აპრილს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა.

ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის - ირაკლი უზნაძის გადაწყვეტილებით, 12 ძიუდოისტი გაემგზავრა, რომელთა შორის 9 ინდივიდუალურ შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას, 3 ძიუდოისტი კი ნაკრებს გუნდური პირველობისათვის დაემატება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში არიან ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი - ლაშა შავდათუაშვილი და 2012 წლის ევროპის ჩემპიონი - ვარლამ ლიპარტელიანი.

ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისათვის მოსამზადებელი შეკრება ყვარელში გაიარა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე
-60
კგ - ამირან პაპინაშვილი
-66 კგ - ლაშა შავდათუაშვილი
-73 კგ - ზებედა რეხვიაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი
-81 კგ - ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური
-90 კგ - ვარლამ ლიპარტელიანი
-100 კგ - დავით ლორიაშვილი
+100 კგ - ადამ ოქრუაშვილი

გუნდურ შეჯიბრში ნაკრებს დაემატებიან:
-66 კგ - შალვა ქარდავა
-90 კგ - ზვიად გოგოჭური
+90 კგ - ონისე ბუღაძე

მთავარი მწვრთნელი - ირაკლი უზნაძე
მწვრთნელები - გიორგი ვაზაგაშვილი, დავით ასუმბანი

ევროპის ჩემპიონატის პროგრამა
25 აპრილი: -60 კგ, -66 კგ
26 აპრილი: -73 კგ, -81 კგ
27 აპრილი: -90 კგ, -100 კგ, +100 კგ
28 აპრილი - გუნდური შეჯიბრი

msy.gov.ge

ასევე იხილეთ:
ლევან ყიფიანი ყვარელში ძიუდოისტთა ნაკრების ვარჯიშს დაესწრო
ირაკლი უზნაძე: ლაშა შავდათუაშვილს სპარინგები სჭირდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული