ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონია! [VIDEO]

AutoSharing Option
25 აპრილს, ბუდაპეშტში დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში 66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილმა საქართველოს ნაკრებს მეორე ოქროს მედალი მოუტანა.

პირველი ოქრო ამირან პაპინაშვილმა 60 კგ წონით კატეგორიაში დაისაკუთრა.

ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ფინალურ შეხვედრაში რუსეთის სახელით მოასპარეზე კამალ ხან-მაგომედოვს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა. ლაშამ მეტოქეს თავიდანვე ვაზარი აართვა, შემდეგ კი უპირატესობის შენარჩუნებას შეეცადა. საბოლოოდ ხან-მაგომედოვი მხოლოდ ერთი იუკოს გამორჩა.

მანამდე შავდათუაშვილმა ნახევარფინალური ორთაბრძოლა ნიჯათ შიხალიზადასთან გამართა და იპონით გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ თავიდან ვაზარით აზერბაიჯანელი იგებდა, თუმცა ლაშამ ბრძოლის თავის
სასიკეთოდ ჩამთავრება მაინც შეძლო.

ლაშამ მეოთხედფინალში საქმე წუთ-ნახევარში მოათავა უნგრელ ბენსე ზამბორისთან - მასპინძელთან ჯერ იუკოთი დაწინაურდა, შემდეგ კი სულაც იპონს გამორჩა.

მანამდე შავდათუაშვილმა ბელგიელ იესპერ ლეფევერეს იპონით სძლია, რუმინელ მირჩა რემუს ლაზეას კი იუკოთი აჯობა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია! [VIDEO]
ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია! [VIDEO]
ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია [VIDEO]
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატი იპონით დაიწყო [VIDEO]
ევროპის ჩემპიონატის წილისყრა: ყველაზე ცუდი მოლოდინი გამართლდა
ლაშა შავდათუაშვილი: ბოლო წამამდე უნდა ვიბრძოლო
მკითხველის კომენტარები / 5 /
ორი ოქრო ერთ დღეში, ულოცავ ბიჭებს და საქართველოს!!!!
მერაბ შანავა
19:55 25-04-2013
0
შენ გაიხარე ვაჟკაცო ბიჭო!
მანო
20:20 25-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული