ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში: მორიგი წარმატების იმედად

AutoSharing Option
უნგრეთში 25 აპრილს დაწყებულ ევროპის ჩემპიონატში ბრწყინვალედ ჩაება საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები, რომელმაც სტარტზე 100%-იანი შედეგი აჩვენა - ორივე ქართველმა ოქრო მოიპოვა. კონტინენტის ჩემპიონები ამირან პაპინაშვილი (60) და ლაშა შავდათუაშვილი (66) გახდნენ (იხილეთ ვრცლად).

26 აპრილს ჩემპიონატი კვლავაც ორ წონაში ჩატარდება, თუმცა ჩვენგან საქმეში კვარტეტი ჩაებმება - ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი (ორივე - 73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური (81).

ოთხივე მათგანი პირველ წრეში თავისუფალია, მეორეში კი რეხვიაშვილი რუმინელ კოსტელ დანცულეას შეხვდება, ტატალაშვილი - სლოვენიელ ტადეი ცენს, ჭრიკიშვილი - ესტონელ გიორგი ლადოგინს, წიკლაური - სლოვაკ მარიან ბენკოზცკის.

ვფიქრობთ, ოთხივე ჩვენებურს ძალუძს მედლის მოპოვება. მხოლოდ ჭრიკიშვილის მდგომარეობა გვაფიქრებს, რომელსაც ფეხი სტკივა.

ასევე იხილეთ:
ევროპის ჩემპიონატის წილისყრა: ყველაზე ცუდი მოლოდინი გამართლდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული