ლევან ყიფიანმა და ლერი ხაბელოვმა ქარელში ძიუდოს ახალი დარბაზი გახსნეს

AutoSharing Option
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა - ლერი ხაბელოვმა 24 მაისს ქარელში ძიუდოს ახალი დარბაზი გახსნეს.

დარბაზის გახსნას ლევან ყიფიანი, მოადგილე - თამაზ თევზაძესთან და სპორტის დეპარტამენტის უფროს ირაკლი დოლაბერიძესთან ერთად, ასევე, ოლიმპიურ ჩემპიონ, პარლამენტის წევრ - შოთა ხაბარელთან და ქარელის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად დაესწრო.

ძიუდოს დარბაზის მშენებლობა რამდენიმე წლის წინ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დაიწყო, საბოლოო სამუშაოები კი ქარელის მუნიციპალიტეტის მიერ შესრულდა და რაიონს ახალი, 2-ტატამიანი და 200-მდე მაყურებელზე გათვლილი
დარბაზი შეემატა.

დღევანდელი მონაცემებით, ქარელის ახალ სპორტულ დარბაზში ჯამში 300-მდე ახალგაზრდა ვარჯიშობს.

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლევან, ლენტებს რომ ჭრი კრივმა რა დაგიშავა???? ყველა ფეხბურთელი ხომ არ იქნება????? რატომ დაღუპე ქართული კრივი???? არცერთი მედალი არ ჩამოუტანიათ ევროპის ჩემპიონატიდან ქართველ მოკრივეებს? რატომ გაუშვი მსოფლიო ჩემპიონი ფალიანი რომლის დროსაც ევროპიდან სამი მედალი ჩამოვიდა.????????? ვინ დანიშნე მთავარ მწვრთნელად???? კრივი დასამარდა დიდხანს საქართველოში.
nika
13:43 06-06-2013
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული