ევროპის პირველობა პარასკევს დაიწყო და მასში თავდაპირველად 5 ქართველი ჩაება - 3 ბიჭი და 2 გოგო. იმათგან ძირითად ბადეში ყველაზე უკეთ ბებოშვილმა იასპარეზა, რომელიც სამი მოგებით ნახევარფინალში გავიდა - ლიტველ დზესტინა კუტკაიეს ბრძოლაში მოუგო, როცა ჯერ იუკო აართვა, მერე კი იპონზე დასცა, ბელგიელ მინა ლიბერს და რუს კრისტინა შილოვას
ამავე წონაში სალომე მარგიანიც საკმაოდ კარგად გამოვიდა - ორი გამარჯვების შემდეგ მეოთხედფინალში დამარცხდა, რასაც სანუგეშოშიც მიაყოლა წაგება და საბოლოოდ მეშვიდეზე დარჩა.
ბეგლარიშვილი ორი გამარჯვების შემდეგ მეოთხედფინალში ჰოლანდიელთა მომავალ ფინალისტ მატიას ვან ჰარტენთან დამარცხდა, სანუგეშოში კი კვლავაც ორი მოგებით ავიდა კვარცხლბეკზე.
სამწუხაროდ, თორნიკე ნათათრალაშვილი (55) პირეველივე შეხვედრაში დამარცხდა, ზვიად ხუბულური და გიორგი კაციაშვილი (ორივე - 60) - მესამე წრეში.
შაბათს ტალინში ევროპის შარშანდელი გამარჯვებული კობა მჭედლიშვილი, სიმონ მამარდაშვილი (ორივე - 66), ევროპის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი თამაზ კირაკოზაშვილი (73), მარიამ ჯანაშვილი, გურანდა შოთაძე (ორივე - 52) და ხატია ჯანაშვილი (63) გამოვლენ.