ოღონდ, გადახალისებული შემადგენლობით: ლიდერები არ გამოვლენ, იჭიდავებენ საქართველოს ჩემპიონატის შარშანდელი მედალოსნები, თუმცა იმათგანაც - არა ყველა, ხოლო დანარჩენ კონტინგენტს ეგრეთ წოდებული მეორე დონის ჩემპიონებიც დაემატნენ.
ავსტრიაში მხოლოდ ვაჟთა ტურნირი ტარდება, ქალების ანალოგიური შეჯიბრება კი, ზუსტად იმავე რიცხვებში, რომში იმართება.
ჩვენი ნაკრები უკვე გაფრინდა ავსტრიაში, სადაც "ღია თასზე" 22 სპორტსმენით გამოვა. თუმცა ერთი მათგანი ტრავმირებულია - ზვიად კაპანაძე (73 კგ) და მისი ჭიდაობა სათუოა. ის მაინც წაიყვანეს ავსტრიაში და
ობერვარტში 17 თებერვალს 60, 66 და 73 კილოგრამების ფალავნები იჭიდავებენ, კვირას კი კვარცხლბეკს 81, 90, 100 და +100 კილოგრამის წარმომადგენლები შეავსებენ. ეს ტურნირი კარგი შანსია სარეზერვო ფალავნებისთვის, რათა ძირითადი შემადგენლობისკენ გაიკაფონ გზა.
60 კგ:
ლაშა ჩადუნელი, ამირან დარბაისელი, თემურ ნოზაძე, ზურაბ კახნიაშვილი;
66 კგ:
ზვიად ხუბულური, ნიკოლოზ ჭიკაიძე, ლაშა გიუნაშვილი, გიორგი ქალდანი;
73 კგ:
ზვიად კაპანაძე, ომარ ნიაზაშვილი, ფრიდონ გიგანი;
81 კგ:
გიგა გიგაური;
90 კგ:
ნოდარ ბერიანი, თორნიკე ჯუღელი, გიორგი პაპუნაშვილი;
100 კგ:
ონისე სანებლიძე, იასონ ნემსაძე, დავით ოზბეთელაშვილი;
+100 კგ:
ონისე ბუღაძე, გიორგი ქავთარაძე, გიორგი ზაქარიაძე, გუგა კიბორძალიძე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"