მარიამ ჯანაშვილმა ესტონეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 52 კგ წონით კატეგორიაში ჩატარებული ოთხივე შეხვედრა წმინდად მოიგო და ოქროს მედალს დაეუფლა.
ფინალში ჯანაშვილმა ჰოლანდიელ მეტოქეს, ფლეურ დენ დეკერს სძლია.
აღსანიშნავია, რომ ეს ქართველი გოგონების მეორე მედალია ამ ჩემპიონატში - 21 ივნისს ბრინჯაო (ასევე პირველად ქართული ქალთა ძიუდოს ისტორიაში) მზია ბებოშვილმა მოიპოვა.
ვულოცავთ საქართველოს ქალთა ნაკრებს და მის მწვრთნელებს გიორგი თენაძესა და კახა მოცრაძეს ამ გამარჯვებას და მომავალ წარმატებებს ვუსურვებთ.
ასევე
მზია ბებოშვილმა ქართულ ძიუდოს ისტორიული მედალი მოუტანა