ოლიმპიური ფესტივალის ვერცხლის დასასრული

AutoSharing Option
ქართველმა ჭაბუკმა ძიუდოისტებმა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ოქროთი დაიწყეს და ვერცხლით დაასრულეს - ჰოლანდიურ უტრეხტში მიმდინარე ამ სპორტულ ღონისძიებაში პირველ ორ დღეს თუ ოქროები მოიპოვეს, მომდევნო ამდენივე დღის განმავლობაში ვერცხლს დასჯერდნენ.

ასე მოხდა პარასკევსაც, როცა ტურნირის ბოლო დღეს მძიმეწონოსანი გიორგი ძებისაშვილი ფინალში დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა ბიჭების გუნდმა ორ დღეში სამი ფინალი წააგო, მთლიანობაში კი 8-დან 5 ფინალში იჭიდავა.

ძებისაშვილი პირველ წრეში ისვენებდა და ფინალამდე სამი ორთაბრძოლა იპონით მოიგო - ლიტველ მარტინას ვასკოვიჩიუსთან, რუმინელ ევროპის მესამე პრიზიორ ალექსანდრუ მირჩეა კროიტორუსთან
და ნახევარფინალში ჰოლანდიელ ხურ სპიხკერსთან. ფინალში მისი მეტოქეთა ჭაბუკებში ევროპის მოქმედი ჩემპიონი, რუსი რუსლან შახბაზოვი აღმოჩნდა, ვინც ევროპის შარშანდელი ვერცხლის მედალოსანიცაა. სამწუხაროდ, ძებისაშვილი მასთან ვერაფერს გახდა, ორი ვაზარი გაატარა და ოქროს მედალიც დათმო.

პარასკევს გიორგი გველესიანიც (90) ჭიდაობდა, მაგრამ პირველივე შეხვედრა წააგო ბრიტანელთა მომავალ მესამე პრიზიორ ჯონ ჯაინესთან.

ამდენად, ჩვენმა ძიუდოისტებმა უტრეხტში 7 მედალი მოიპოვეს - 2 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. შეგახსენებთ, რომ ფესტივალის ჩემპიონები ერეკლე არხოზაშვილი (55) და გიორგი კაციაშვილი გახდნენ, მეორეზე თამაზ კირაკოზაშვილი (73), იესო კვირიკაშვილი (81) და ძებისაშვილი გავიდნენ, მესამე პრიზიორები კი სიმონ მამარდაშვილი (66) და გოგოების ნაკრების წევრი მარიამ ჯანაშვილი (52) გახდნენ.

ასევე იხილეთ:
ორი ვერცხლი უტრეხტიდან - კირაკოზაშვილი და კვირიკაშვილი ფინალში დამარცხდნენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული