ქართველი ძიუდოისტები მოსკოვის "დიდ მუზარადზე" ორი ბრინჯაოსთვის იბრძვიან

AutoSharing Option
მოსკოვში მიმდინარე ძიუდოისტთა "დიდ მუზარადზე" მედლებისთვის ბრძოლას ორი ქართველი აგრძელებს - ზვიად გოგოჭური (90) და ლევან მატიაშვილი (+100) 17:00 საათიდან ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ.

დამამშვიდებლის ფინალში გოგოჭურის მეტოქე იაპონელი ჰიროტაკა კატო იქნება, მატიაშვილი კი ყირგიზ იური კრაკოვეცკის შეხვდება.

წინასწარ შეხვედრებში გოგოჭური თავიდან ისვენებდა, მერე კი ბრაზილიელ ედუარდო სილვას გაფრთხილებებით მოუგო.

მეოთხედფინალში ჩვენებური რუს იური პანასენკოვთან წმინდად დამარცხდა -თავიდან გაფრთხილებებით აგებდა, რისი გაქვითვაც კი შეძლო, მაგრამ ეტყობა, დაიღალა და შეხვედრის ბოლოს ჯერ ძალიან იოლად გადაჰყვა ილეთზე, როცა რუსი ჩავლებიდან უკან გადაკოტრიალდა -
ვაზარი, დასრულებამდე 27 წამით ადრე კი პანასენკოვი იოლად შეუშვა შეკვრაზე, რომელმაც ბრუნით იპონზე გადააგდო. დამამშვიდებლის პირველ წრეში გოგოჭურს ჰოლანდიელი მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ხიიომ ელმონტი არ გამოუცხადდა.

მატიაშვილმა პირველად ორი იუკოთი აზერბაიჯანში გადასული ვახტანგ ბიტიევი, ადამ ოქრუაშვილის უმცროსი ძმა დაამარცხა, რუს ალექსანდრ ვოლკოვს ჯერ გაფრთხილებებით გაუთანაბრა ანგარიში, შეხვედრის მიწურულს კი ტექნიკურ-ტაქტიკურად სწორად გაისარჯა - ფეხიც კარგად ჩაუხვია, მხარიც ეფექტურად ჩაუდგა და მიწოლით იუკოზე გადააგდო.

ბრაზილიელი რაფაელ სილვა ისე გამოცელა, პირდაპირ იპონზე ხომ დააგდო, მხარიც ატკინა და, ვგონებთ, მეტოქე ვარდნისას გაითიშა კიდეც - თავით დაეცა.

ამის სემდეგ მას მატიაშვილს მოუწია საჭიდაოდ გასვლა ჩინებულად მოასპარეზე გერმანელ რობერტ ზიმერმანთან, რომელმაც თავისი საყვარელი ფანდით - ჩავლებიდან ფეხის ამოსმით უკუგდებით რამდენიმე მეტოქე დააიპონა. ნახევარფინალში ჩვენებურთან ეს ილეთი არ გამოუვიდა, მაგრამ, სამაგიეროდ, ამ გდებაზე შებოჭა.

სამწუხაროდ, კვირას მოჭიდავე სხვა ქართველები ადრევე გავარდნენ. ნოდარ მეტრეველმა (100) რუსი ხაიბულა მაგომედოვი კი დააიპონა, მაგრამ ყაზახთა მსოფლიოს ექს-ჩემპიონ მაქსიმ რაკოვთან გაფრთხილებებით წააგო.

ამ წონაში დროებით მოასპარეზე ვალერი ლიპარტელიანი იაპონელ იუსიკე კუმაშიროსთან წმინდად მოგების შემდეგ უზბეკ რამზიდინ საიდოვთან კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა - 2 იუკოს და ვაზარის აგებდა, მაგრამ ფიზიკურად მასზე ბევრად დიდმა მეტოქემ შებოჭა.

ადამ ოქრუაშვილს წამიერი მოდუნება იპონად დაუჯდა იაპონელ რუიტა იშიისთან და გავარდა.

ფინალური შეხვედრები 17:00 საათიდან დაიწყება.

ასევე იხილეთ:
ამირან პაპინაშვილმა მოსკოვის "დიდ მუზარადზე" ოქროს მედალი მოიპოვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული