ჩვენი ნაკრები ფინალში რუსეთის გუნდს დაუპირისპირდა და საბოლოო ჯამში 3:2 მოიგო. ბოლო გამარჯვება ადამ ოქრუაშვილის ანგარიშზეა.
მანამდე კი ქართველმა ძიუდოისტებმა უზბეკები და მონღოლები თავისუფლად გაიარეს.
ევროპის ვიცე-ჩემპიონ ადამ ოქრუაშვილს მონღოლ ნაიდან ტუვშინბაიართან ბრძოლის დროს სამწვრთნელო შტაბი აქტიურად ამხნევებდა. ოქრუაშვილმაც უპრობლემოდ მოიგო.
მოკლედ, იმ სიტყვებს არ გავიმეორებთ, რაც ქართველების სამწვრთნელო შტაბიდან ისმოდა. სჯობს, თავად მოუსმინოთ :)
ვიდეო იხილეთ adami.ge-ზე