"ქართველებმა არაკაცურად მოიგეს!" - დენისოვი ლიპარტელიანს კბენაში ამხელს [VIDEO]

AutoSharing Option
ბრაზილიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატის გუნდურ ტურნირში გამარჯვებულ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ფინალში დამარცხებული რუსები ჩირქს სცხებენ - ქართველებმა არაკაცურად მოიგესო.

90 კგ წონით კატეგორიაში მათმა ფალავანმა კირილ დენოსოვმა, რომელსაც ვალერი ლიპარტელიანმა ინდივიდუალურ ტურნირშიც მოუგო და გუნდურშიც, ჩვენს ძიუდოისტს ბრალი დასდო - მარცხენა ფეხზე მიკბინაო.

აი, რას წერს "იტარ-ტასი":

"სპორტში კბენა არახალია - გაიხსენეთ მოკრივე მაიკ ტაისონის გამოხდომა, რომელმაც მეტოქეს ყური მოაჭამა, რაც ჟანრის კლასიკად იქცა. მსგავსი შემთხვევები ყოფილა ჭიდაობაშიც და ფეხბურთშიც. ბოლოს "ლივერპულის" თავდამსხმელი ლუის სუარესი გამოირჩა, რომელმაც ლონდონის "ჩელსის" სერბ
მცველ ბრანისლავ ივანოვიჩს უ
კბინა.

ახლა "მკბენართა" კლუბში საპატიო ადგილი ქართველ ძიუდოისტს, ვალერი ლიპარტელიანს შეგვიძლია დავუთმოთ. მსოფლიოს ჩემპიონატის გუნდური ტურნირის ფინალურ შეხვედრაში ემოციური სპორტსმენის კბილებისგან რუსი სპორტსმენი კირილ დენისოვი დაზარალდა - ქართველმა მას მარცხენა ფეხზე უკბინა.

მაგრამ, თუ ზემოთ ნახსენებმა სპორტსმენებმა ჩადენილის გამო, გარკვეულწილად, პასუხი აგეს, ლიპარტელიანი ორთაბრძოლის გამარჯვებული გამოვიდა, ჯამში კი - გუნდურ პირველობაში მსოფლიოს ჩემპიონი.


"კაცმა რომ თქვას, კბენისთვის დისკვალიფიკაციით სჯიან, მაგრამ ახლა რა მოხდა, ვერაფერს გეტყვით. ამის შესახებ იმ ცისფერპიჯაკიან ბატონებს (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მსაჯების ოფიციალური ფორმა) უნდა ჰკითხოთ, რომლებიც დარბაზში მუშაობდნენ.

ჭიდაობისას მტკივნეულ ილეთს ვუკეთებდი, ვალერიმ კი, როგორც ჩანს, თავი ვერ შეიკავა... როდესაც მსაჯს ნაკბენი ადგილი ვუჩვენე, მან გაიღიმა, შემდეგ კი ორთაბრძოლის გაგრძელება ბრძანა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს.

სხვათა შორის, შეხვედრის შემდეგ ლიპარტელიანი მოვიდა და ბოდიშიც მომიხადა",
- ამბობს დენისოვი.

ლიპარტელიანი-დენისოვის ორთაბრძოლას რუსთა ნაკრების მწვრთნელი დმიტრი მოროზოვიც გამოეხმაურა, რომელიც აღშფოთებული მსაჯების უმოქმედობით დარჩა:

"მათი ქმედება ამაზრზენია, სხვა რა უნდა ვთქვა?! მსაჯმა არცკი ისურვა ენახა, მართლა იყო ნაკბენი თუ არა. რომელ სამართლიან მსაჯობაზე შეიძლება იყოს აქ საუბარი?"

"საერთოდ, ძიუდოში კბენის ფაქტები იშვიათად ხდება ხოლმე, ისიც - პატარებს შორის.

მაგრამ რას ვიზამთ, რაკი ქართველები იკბინებიან, აწი გვეცოდინება - მსოფლიოს მომდევნო ჩემპიონატზე, რომელიც ჩელიაბინსკში გაიმართება, ამას გავითვალისწინებთ",
- ეს დენისოვის თანაგუნდელის, ალი გადანოვის სიტყვებია.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ძლევაი საკვირველი: საქართველო მსოფლიოს ჩემპიონია! [VIDEO]
ადამ, დაახეთქე, მაგის დედას *** [VIDEO]
ლუის სუარესმა ბრანისლავ ივანოვიჩს უკბინა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 18 /
ეს იმდენად სულმდაბალი საქციელია რუსების მხრიდან,კომენტარიც არ ჭირდება...თუ მაგათგან რა არუს გასაკვირი...ვინც ოდნავ მაინცაა ჩახედული საქმის არსში,მისთვის ყველაფერი გასაგებია...დავიწყოთ იქედან,როდის მოხდა ეს ეპიზოდი...ლიპომ გდება შეას რულა,მაგრამ დენისოვმა დაიძვრინა თავი და მუცელზე დაეცა,მსაჯმა მატე დაიძახა და შეაჩერა შეხვედრა...სწორედ მაშინ დენისოვმა დააპირა მტკივნეულ ილეთზე გადასვლა და ლიპოსთვის ხელის ტკენა,რაზეც საკადრისი პასუხი მიიღო,თუ მოხხნაზეა ლაპარაკი,დენისოვი უნდა მოეხსნათ მატეს შემდეგ მტკივნეულის გაკეთების მცდელობისათვის!...ერთი თვის წინ თავისუფლების ტურნირზე სომხეთში რუსების მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონმა ბესიკ კუდუხოვმა ისეთი უკბინა ლადო ხინჩაგიშვილს სისხლი ადინა,ლადომ აჩვენა ნაკბენი მსაჯს მაგრამ არანაირი რეაქცია არ ქონიათ...თან კუდუხოვი გაქონილი გამოვიდა ამ შეხვედრაზე...როცა დათო პოღოსიანმა ეს გაამჟღავნა რუსებმა ერთი ამბავი ატეხეს წაგებას ვერ ეგუებითო...ამათ რაზე უნდა ელაპარაკო...
ავი მუსაიფი
19:14 02-09-2013
0
განა მარტო პეკინში? კურტანიძეს რომ თვალი კინაღამ ამოთხარა და ასე დააკარგვინა ჩემპიონობა, ის რუსეთის ნაკრების წარმომადგენელი არ იყო?
დათო
19:36 02-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული