დამამშვიდებლის ფინალში მას სულ 35 წამი ეყო ამერიკელი ტრევის სტევენსის დასამარცხებლად, როცა საიპონედ ამოუსვა.
ჭრიკიშვილი თითქოს იოლ ჯგუფში მოხვდა, მაგრამ სწორედ უცნობმა იაპონელმა, 20 წლის მომავალმა გამარჯვებულმა ტაკანორი ნაგასემ გადაუღობა ოქროსკენ მიმავალი გზა მეოთხედფინალში და დამამშვიდებელში გაუშვა.
მანამ ჩვენებურმა ისლანდიელი იური სვეინბჯორნი დააიპონა, ახალგაზრდებში ბერძენთა სამგზის ევროპის ჩემპიონ გეორგიოს აზოიდისს კი ვაზარით მოუგო, სანუგეშოში კი მათ სერბი ევროპის ვიცე-ჩემპიონი სრდან მრვალჯევიჩიც
ამავე წონაში სტევენსმა დაგვიმარცხა ახალგაზრდა უშანგი მარგიანი, ვინც მანამდე შეძლო და ვაზარით დაჯაბნა ყაზახი დაულეტხან ჟაკიპოვი.
წარუმატებლად გამოვიდა ჩვენი გუნდის კიდევ ერთი ახალგაზრდა დებიუტანტი ფრიდონ გიგანი (73), თუმცა ამაში გასაკვირიც არაფერია - ის მასპინძელთა ლიდერს, ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანსა და მსოფლიოს ჩემპიონს, ამ ტურნირის მომავალ გამარჯვებულ რიკი ნაკაიას ხვდებოდა და წმინდად დამარცხდა.
* * *
კანოს ტურნირი 1 დეკემბერს მთავრდება, დასკვნით დღეს ი ოთხი ქართველი იჭიდავებს. ვალერი ლიპარტელიანი (90) პირველ წრეში თავისუფალია, მისი მეტოქე კი იაპონელი ჰიროტაკა კატოსა და შვედი იოაკიმ დვარბიხის შეხვედრაში გაირკვევა. ალექსანდრე მსხალაძის (100) პირველი მეტოქე მასპინძელთა მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოს მედალოსანი ტაკეში ონო იქნება.
მძიმე წონაში გიორგი ზაქარიაძე პირველ წრეში გერმანელ სვენ ჰაინლეს შეხვდება, ლევან მატიაშვილი კი ტურნირში მეორე წრიდან ჩაებმება და მასპინძელთა ლიდერს, იაპონიის ორგზის გამარჯვებულ რიუ სიჩინოეს დაეჭიდება.
მეც ასევე ძიუდოისტი ვარ და მინდა რომ მათნაირად ჩემპიონი ვიყო გისურვებთ წარმატებებს 2016 წლის ოლიმპიადაზე
მე ვარ 10 წლის რეზი ჩეჩელაშვილი და მინა თქევნსავით წარმატებული სპორცმენი გავხდე