ამ პაექრობაში ორი ქართველი იყო მიწვეული - ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) და ვალერი ლიპარტელიანი (90).
ევროპელთა გამარჯვებაში წვლილი მხოლოდ ლიპარტელიანმა შეიტანა, რომელმაც ვაზარით სძლია სამხრეთ კორეელ კიუ-ვონ ლეეს, საქართველოს შარშანდელი სეზონის საუკეთესო სპორტსმენი ჭრიკიშვილი კი, სამწუხაროდ, იუკოთი დამარცხდა უზბეკ იაკიო იმამოვთან.
ეს საჩვენებელი შეხვედრა პარალელურად ჩატარდა ქალებსა და ვაჟებს შორის. საერთო შედეგიც ორივე სქესის წარმომადგენელთა მაჩვენებლებით გამოითვლებოდა.
ევროპა თავიდანვე დაწინაურდა - უნივერსიადის რუსმა
ამის შემდეგ ევროპამ გადამწყვეტი დარტყმა მიაყენა პრინციპულ მეტოქეს - რუმინელმა ევროპის ჩემპიონმა და მსოფლიოს პრიზიორმა ანდრეა ჩიტუმ (52), უკრაინელთა ქართველმა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა გიორგი ზანთარაიამ (66), პორტუგალიელთა ევროპის 4-გზის ჩემპიონმა და მსოფლიოს 3-გზის ფინალისტმა ტელმა მონტეირომ (57) და ჰოლანდიელთა ევროპისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა დექს ელმონტმა (73) თავიანთი შეხვედრები მოიგეს, შესაბამისად, იაპონელ იუკი ჰაშიმოტოსთან, ყაზახ აზამატ მუკანოვთან, მონღოლ სუმიია დორჯსურენთან და მის თანამემამულე ცაგანბაატარ ხაშბაატართან - 5:1.
ამის შემდეგ ევროპელებმა ორი შეხვედრა დათმეს - ჭრიკიშვილი იმამოვთან დამარცხდა, ჰოლანდიელმა ანიცკა ვან ემდენმა კი იაპონელ კანა აბესთან წააგო - 5:3. თუმცა აზიელთა იმედი იქვე ჩაკლეს გერმანელმა ლაურა ვარგას-კოჩმა (70) კორეელ სეონგ-იეონ კიმთან მოგებით და ლიპარტელიანმა თავისი წილი მოგებებით - 7:3.
აზიამ ერთხელაც გაიბრძოლა, როცა კორეელმა გიეონგ-მი იეონმა უნგრელთა ევროპის ორგზის გამარჯვებული აბიგელ იოო (78) დაამარცხა - 7:4.
დარჩენილი სამი შეხვედრის მოგებით აზიას ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ ჰოლანდიელმა ევროპის ჩემპიონმა, მსოფლიოს სამგზის ვერცხლის და ოლიმპიადის ორგზის ბრინჯაოს მედალოსანმა ხენკ ხროლმა (100) გაფრთხილებებით მოუგო უზბეკ სოიუბ ყურბანოვს, რაც ვადამდელ გამარჯვებას ნიშნავდა - 8:4.
თუმცა სლოვენიელმა ევროპის ორგზის ჩემპიონმა, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა მედალოსანმა ლუსია პოლავდერმა (+78) და რუსთა მსოფლიოს სამგზის გამარჯვებულმა, ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა ალექსანდრ მიხაილინმაც (+100) დაამარცხეს კორეელი იუნგ-ეუნგ ლეე და ყირგიზი იური კრაკოვეცკი - 10:4 ევროპის სასარგებლოდ.