შეგახსენებთ, რომ ახლახან გამართულ პარიზის "დიდ მუზარადზე", 90 კგ წონით კატეგორიაში, ლიპარტელიანი ფინალში გავიდა, მაგრამ ფეხის ტრავმის გამო საერთოდ ვერ გავიდა კორეელ მსოფლიოს ჩემპიონ კიუ-ვონ ლეესთან საჭიდაოდ და ვერცხლს დასჯერდა.
ტრავმა ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალში გერმანელ მარკ ოდენტალთან მიიღო.
"ლიპარტელიანს დაზიანებული აქვს ბარძაყის კუნთი; აგრეთვე, აქვს მცირე ჰემატომა, მაგრამ საშიში არაფერია. ადგილზე ყველანაირი საჭირო პროცედურა ჩაუტარდა.
საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კი დასჭირდება დაახლოებით ორკვირიანი მკურნალობა,
"ნახევარფინალში ბარძაყში ძლიერი ტკივილი ვიგრძენი. ასეთი რამ ადრე არ მომსვლია. უცებ შეხვედრის გაგრძელებაც კი გადავიფიქრე, მაგრამ ვძლიე ტკივილს და ორთაბრძოლა ბოლომდე მივიყვანე. ტატამიდან ძლივს გამოვედი.
შემდეგ ზურაბ კახაბრიშვილმა სამედიცინო პრეპარატებით ტკივილი გამიყუჩა, მაგრამ მწვრთნელებისა და ექიმების ერთობლივი გადაწყვეტილებით, გართულებას მოვერიდეთ და ფინალში აღარ ვიასპარეზე.
ეს რომ ყოფილიყო მსოფლიოს ჩემპიონატი ან ოლიმპიური თამაშები, შეიძლებოდა თავის გადადება, მაგრამ წინ მთელი სეზონია და უფრო მნიშვნელოვანი შეჯიბრებები გველის", - აქვეყნებს ლიპარტელიანის ნათქვამს გვერდი.