60 კგ-ში გიორგი ბრიოლაშვილი პირველივე წრეში იტალიელ კარმინე მარია დი ლორეტოს ხვდება, მასთან წარმატების შემთხვევაში კი ბრაზილიელი ოლიმპიური პრიზიორი ფელიპე კიტადაი ელოდება.
პაატა მერებაშვილი პირველივე წრეში საკმაოდ ძლიერ ჰოლანდიელ ხეროენ მოორენს ეჭიდავება. ამ წყვილში გამარჯვებული ავსტრიელ სტეფან კუდერასა და რუს ანტონ დილმუხამედოვს შორის მოგებულს შეხვდება.
ჰოლანდიელთან - ჟუნიორ დეგენთან შეხვედრით იწყებს ტურნირს საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გიორგი ქალდანიც, ამათში მოგებულს კი მეორე წრეში
15 თებერვალს ყველაზე მეტი მონაწილე 73 კილოგრამში გვეყოლება - 3 ფალავანი. ფრიდონ გიგანის პირველი მეტოქე პორტუგალიელ ნუნო სარაივაა, ზურაბ ნოზაძისა - რუმინელი დან გეორგე ფასიე, თამაზ კირაკოზაშვილი კი ერთადერთი ქართველია, ვინც ასპარეზობის პირველი დღის პირველ წრეში თავისუფალია. მისი მეტოქე იტალიელი ენრიკო პარლატისა და რუმინელი ადრიან დაროტის პაექრობაში გაირკვევა.
* * *
16 თებერვალს მოასპარეზე წონებიდან 81 კილოგრამში პირველ წრეში ასევე თავისუფალი ჩვენი გუნდის ლიდერი, ევროპის მესამე პრიზიორი ზებედა რეხვიაშვილი - მისი მოწინააღმდეგე ჩეხი ივან პეტრისა და მექსიკელი გერმან აიალას პაექრობაში გაირკვევა. გიორგი პაპუნაშვილი პირველივე ეტაპზე პოლონელ იაკუბ კუბინიეცთან გაარკვევს ურთიერთობას, ამ წყვილის გამარჯვებულს კი მომდევნო წრეში ესტონელი ევგენი სალეიევი ელოდება.
ლაშა ზურაბიანიც პირველივე წრეში იასპარეზებს - ჰოლანდიელ ნაელ ვან დე კამერთან, მეორეში გასვლის შემთხვევაში კი ავსტრიელ მარსელ ოტტის შეხვდება.
90 კილოგრამში პაატა ღვინიაშვილი თავიდან არგენტინელ ფრანცისკო ნუნიესს დაეჭიდება, მომდევნო ეტაპზე კი ებრაელი პეტერ პალჩიკი ელოდება.
ზვიად გოგოჭური პირველ წრეში ისვენებს, მეორეში კი მისი მეტოქე ან ჰოლანდიელი მაქს დე ვრეეზე იქნება, ანაც - პოლონელი პატრიკ ციეჩომსკი.
100-ში დავით ლორიაშვილი რუს მიხაილ კოსიასნიკოვს ხვდება, მეორე წრეში გასვლის შემთხვევაში კი კანადელ კილ რეიესთან გაარკვევს ურთიერთობას.
რევაზ ჩიკოიძეს თავდაპირველ მეტოქედ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაქცეული მოლდოველი ივან რემარენკო ერგო, ამათში მოგებული კი ბრიტანელ პეტრ ფლეტჩერსა და რუს მერაბ მარგიევს შორის გამარჯვებული ელოდება.
მძიმე წონაში 16 თებერვალს ოთხი ქართველი იჭიდავებს: როსტომ ხახალეიშვილს იაპონელი ტაკეში ოჯიტანი ერგო, გიორგი ზაქარიაძეს - ჩეხი მიხალ ჰორაკი, რომელსაც თუ მოუგებს, რუს სოსლან ბოსტანოვს დაეჭიდება. გიგა გელაშვილი გერმანელ პიერ ბორკოვსკის ხვდება, ამ წყვილში გამარჯვებულს კი ძლიერი უნგრელი ბარნა ბორი ელოდება. ონისე ბუღაძე ჯერ უკრაინელ ანტონ რუდნიკთან გაარკვევს ურთიერთობას, შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი რუს ანდრეი ვოლკოვთან მოუწევს პაექრობა.
ასევე იხილეთ:
ძიუდოისტთა ნაკრები: ავსტრიული გამოცდა სათადარიგოებისთვის