ეს რაც გადაწყვეტილია, თორემ არაა გამორიცხული, ამათ 100 კილოგრამში საქართველოს ჩემპიონატის წლევანდელი გამარჯვებული ლაშა გურულიც დაემატოს.
როცა ჩვენმა ფედერაციამ ტურნირში მონაწილეობაზე წინასწარი განაცხადი გააკეთა, მაშინ გურულზე აქცენტი არ კეთდებოდა. ამიტომ არც მის ვიზაზე დაუჭერიათ თადარიგი, ახლა კი ცაიტნოტში არიან.
სწორედ ამიტომ ვერ მიჰყვება ხვალ გურული გუნდს ტოკიოში, როცა ნაკრები საღამოს დაადგება "ამომავალი მზის ქვეყნისკენ" მიმავალ შორეულ გზას. თუ გურულმა
დანარჩენები ხვალ გაჰყვებიან ირაკლი უზნაძის კრებულს, ოღონდ შეჯიბრებაში მხოლოდ გუგულაშვილი იჭიდავებს, შავდათუაშვილი და ოქრუაშვილი კი მხოლოდ ერთობლივ შეკრებაში მიიღებენ მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ 5-7 დეკემბერს ტოკიოში, კოდოკანის სახელოვან დარბაზში ძიუდოს დამაარსებელ ძიგორო კანოს სახელობის "დიდი მუზარადის" ტურნირი ტარდება, სადაც ჩვენები ასეთი შემადგენლობით გამოვლენ: ამირან პაპინაშვილი (60), ვაჟა მარგველაშვილი (66), ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე - 73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი (ორივე - 90), ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი (+100).
შეგახსენებთ, რომ ეს იმ სპორტსმენთა სიაა, ვისაც ძიუდოს ფედერაცია აფინანსებს. ამათგან ჭრიკიშვილი და ლიპარტელიანი ახლაც იაპონიაში იმყოფებიან, სადაც ტოკაის უნივერსიტეტში გადიან შეკრებას ადგილობრივ კლუბთან.
ჩვენი ნაკრებიც ასე ადრიანად იმიტომ მიდის ტოკიოში, რომ ისინიც ერთობლივი წვრთნების ჩატარებას გეგმავენ იმავე ტოკაიში. იქ ტურნირის დაწყებამდე დარჩებიან, მერე კი ტოკიოში დაბრუნდებიან და შეჯიბრებაში ჩაებმებიან. ჩვენი ნაკრებისთვის ეს წლევანდელი სეზონის ბოლო შეჯიბრება იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"