ლევან მატიაშვილმა ტოკიოს "დიდ სლემზე" ვერცხლის მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
ტოკიოს "დიდი სლემის" მესამე დღეს ლევან მატიაშვილმა (+100) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ლევან მატიაშვილი ტურნირის ფინალში რუსეთის წარმომადგენელ რენატ საიდოვთან დამარცხდა.

ჩვენებურმა ნახევარფინალში იპონელ ტაკეში ოჯიტანის სძლია, მეოთხედინალში იაპონელ კეიტა ივაო დაამარცხა და მანამდე აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურს მოუგო.

სამწუხაროდ მესამე დღეს მოჭიდავე ჩვენი დანარჩენი ორი სპორტსმენი ვალერი ლიპარტელიანი (90) და ბექა ღვინიაშვილი (90) უმედლოდ დარჩნენ.

ლიპარეტლიანმა პირველი შეხვედრა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილს მოუგო, ხოლო შემდეგ აზერბაიჯანელი მამადალი მეჰდიევი დაამარცხა. მესამე შეხვედრაში კი იაპონელ კენტა გასავასთან დამარცხდა.

ამის შემდეგ
ლიპარტელიანს კიდევ ჰქონდა შანსი ბრინჯაოსთვის ებრძოლა, მაგრამ რეპეშაჟში გადასულმა პირველივე ორთაბროძლა წააგო იაპონელ მაშუ მაკერთან.

ბექა ღვინიაშვილმა მხოლოდ ერთი შეხვედრის მოგება შეძლო. მან უზბეკი კამოლიდინ ხომამატოვი დაამარცხა, ხოლო შემდეგ ფრანგ ალექსანდრე იდირთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ 6 დეკემბერის ტოკიოში ბრინჯაოს მედლის მოპოვება მხოლოდ ავთანდილ ჭრიკიშვილმა შეძლო. 5 დეკემბერს კი ჩვენი სპორტსმენები უმედლოდ დარჩნენ. საბოლოო ჯამში ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალური ასპარეზობა ერთი ვერცხლითა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლიპარტელიანი და ჭრიკიშვილი იმიტომ ვარჯიშობდნენ იაპონიაში ორი თვე, რომ საშუალო დონის იაპონელ მოჭიდავეებთან უშანსოდ წაეგოთ?
გაუფრთხილდით და შეინახეთ ქართული ჭიდაობის უნიკალური ილეთები. მის გონივრულ გამოყენებას კიდევ ბევრი სარგებლობის მოტანა შეუძლია თქვენთვის.
თენგაბი
18:01 07-12-2014
0
ყველა კარგები ხართ. დახელოვნებაა საჭირო.
შავდათუაშვილი 66-ში უფრო მაგარი იქნება
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული