მსოფლიოს საუკეთესოთა კოჰორტას სათავეში საქართველოს 2014 წლის საუკეთესო სპორტსმენად აღიარებული ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) უდგას. მისი სარეიტინგო მონაგარი 3 610 ქულაა და საგრძნობლად უსწრებს უახლოეს მდევარს, მონღოლ ბოლდბაატარ განბატს (60 კგ) - 2 676 ქულა.
რეიტინგში 2 470 ქულით მეხუთე საფეხური უჭირავს ვარლამ ლიპარტელიანს (90 კგ). მასზე 190 ქულით ნაკლები აქვს და მეშვიდე ადგილზეა ამირან პაპინაშვილი (60 კგ). მძიმეწონოსანმა ადამ ოქრუაშვილმა 2 021 ქულა დააგროვა და
მსოფლიოს რეიტინგი
1. ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქ) - 3 610 ქულა, 2. ბოლდბაატარ განბატი (მონღ) - 2 676, 3. ლუკას კრპალეკი (ჩეხ) - 2 588, 4. ტედი რინერი (საფ) - 2 500, 5. ვარლამ ლიპარტელიანი (საქ) - 2 470, 6. რაფაელ სილვა (ბრაზ) - 2 302, 7. ამირან პაპინაშვილი (საქ) - 2 280, 8. კრილ მარე (საფ) - 2 246, 9. ადამ ოქრუაშვილი (საქ) - 2 021, 10. კრისტიან ტოტი (უნგ) - 2 007.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"