ნაკრების მთავარ მწვრთნელ ირაკლი უზნაძეს იქ შემდეგი ფალავნები მიჰყავს: ამირან პაპინაშვილი (60), შალვა ქარდავა, ტრისტან ფეიქრიშვილი, თორნიკე თათარაშვილი (სამივე - 66), ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ფრიდონ გიგანი (73), თამაზ კირაკოზაშვილი (81), ბექა ღვინიაშვილი (90), რევაზ წულუკიძე, ალექსანდრე მსხალაძე, გიორგი სეტიელი (სამივე - 100), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (+100).
როგორც ვხედავთ, მწვრთნელს იტალიაში რამდენიმე ლიდერიც მიჰყავს - პაპინაშვილი,
მათ ნაწილს ტრავმებისა თუ სარეაბილიტაციო პერიოდის გამო დიდი ხანია, შეჯიბრებებში არ უასპარეზია და ახლა ამიტომ მიჰყავთ - გასახურებლად, ვიდრე გაცილებით ძლიერ ტურნირებში ჩაებმებიან; ნაწილისთვის კი ეს ერთგვარი საშეკრებო ციკლია, რადგან შეჯიბრების შემდეგ ისინი ორი დღით ადგილზე დარჩებიან სავარჯიშოდ, ოთხშაბათს კი გერმანიაში გადავლენ, სადაც 20-22 თებერვალს დიუსელდორფში "დიდ პრიზზე" გამოვლენ.
გერმანიაში ჩვენი გუნდი ასეთი შემადგენლობით იჭიდავებს: ამირან პაპინაშვილი, ლაშა გიუნაშვილი (ორივე - 60), შალვა ქარდავა, ვაჟა მარგველაშვილი (66), ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი (81), ბექა ღვინიაშვილი, ვალერი ლიპარტელიანი (90), ალექსანდრე ზაალიშვილი (100), ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი (+100).
გერმანიაში საქართველოს ჩემპიონ ლაშა გურულის (100) წაყვანაც იგეგმებოდა, მაგრამ მას სოფიაში ჯერ კიდევ საქართველოში მიღებული ტრავმა გაუმიზეზდა და ექიმებმა, მინიმუმ, ორი კვირით დასვენება ურჩიეს.