20 თებერვალს ვაჟთაგან 60-66-ის, ქალთაგან კი 48, 52 და 57-ის წარმომადგენლები იჭიდავებენ. საქართველოს ნაკრებიდან დღეს ტატამზე ამირან პაპინაშვილი, ლაშა გიუნაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი და თორნიკე თათარაშვილი გავლენ.
ორთაბრძოლებისთვის ლაივ-სტრიმით თვალის მიდევნება ამ ბმულზე შეგიძლიათ.
60 კგ
მსოფლიოს მესამე პრიზიორი ამირან პაპინაშვილი პირველ წრეში ისვენებს, მეორეში კი გერმანელ ფილიპ გრაფსა და ლუქსემბურგელ ტომ შმიტს შორის გამარჯვებულს შეხვდება. მერვედფინალში ერთ-ერთი სავარაუდო მეტოქე ლაშა გიუნაშვილი ტურნირში პირველივე წრიდან ჩაებმება სომეხ ჰოვანეს დავთიანთან შეხვედრით.
66 კგ
რომის ტურნირის ფინალისტი თორნიკე თათარაშვილი თავდაპირველად სომეხ დავით გაზარიანს ხვდება, საქართველოს ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი - გერმანელ რენე შნაიდერს.საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობა:
-60 კგ - ამირან პაპინაშვილი, ლაშა გიუნაშვილი.
-66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი, თორნიკე თათარაშვილი.
-73 კგ - ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი.
-81 კგ - ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი.
-90 კგ - ვარლამ ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი.
-100 კგ - ალექსანდრე ზაალიშვილი.
+100 კგ - ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი.
ასევე იხილეთ:
დიუსელდორფის ტურნირი: სასურველი კენჭისყრა გერმანიაში