დიუსელდორფის ოქროსთვის ტატალაშვილი და ჭრიკიშვილი იბრძოლებენ [LIVE STREAM]

AutoSharing Option
დიუსელდორფში მიმდინარე ძიუდოისტთა გრან-პრის მეორე საშეჯიბრო დღეს ოქროს მედლისთვის ერთბაშად ორი ქართველი ძიუდოისტი იბრძოლებს.

73 კგ-მდე წონით კატეგორიი ფინალში ნუგზარ ტატალაშვილი იაპონელ შოჰეი ონოს დაუპირისპირდება, 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში კი ავთანდილ ჭრიკიშვილი კი  - ბელგიელ იოაკიმ ბოტიეაუს

ორთაბრძოლებისთვის ლაივ-სტრიმით თვალის მიდევნება ამ ბმულზე შეგიძლიათ.

ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ტატალაშვილმა ტურნირზე ასპარეზობა პირველი წრიდან დაიწყო. ჯერ კუბელ მაგდიელ ესტრადასა და ბელგიელ სამი ჩოუჩისთან მოიგო, შემდეგ კი იტალიელ ანდრეა რეჯისსა და საემიროების წარმომადგენელ ვიქტორ სკვორტოვს. ტატალაშვილმა ნახევარფინალში ბრაზილიელ მარსელო კონტინის ვაზარით აჯობა.

ამავე, 73
კგ-მდე წონით კატეგორიაში პირველი ორთაბრძოლა მოიგო ევროპისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა, რომელმაც მასპინძელ ქრისტოფერ ვოელკს სძლია, თუმცა შემდეგ ფრანგ ჟუილაუმ ჩაინესთან დამარცხდა.

დამაჯერებლად ჩაატარა თავისი შეხვედრები ევროპის ორგზისა და მსოფლიოს ჩემპიონმა ჭრიკიშვილმა, რომელმაც ჯერ იტალიელ ანტონიო ჩანო დააიპონა, შემდეგ კი მონღოლი უუგანბაატარ ოტგონბაატარი ჩამოიშორა გზიდან ვაზარით. ავთანდილი ნახევარფინალში უნგრელ ლასლო ცსოკნიალს იპონით გასცდა, ნახევარფინალში კი მასპინძელთა ევროპის მესამე პრიზიორ სვენ მარეშს აჯობა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირზე ქართველ ძიუდოისტთა ანგარიშზე ჯერჯერობით ერთი ბრინჯაოს მედალია, რომელიც 20 თებერვალს ვაჟა მარგველაშვილმა (-66) მოიპოვა (იხილეთ ვრცლად).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული