ავთანდილ ჭრიკიშვილმა დიუსელდორფში ვერცხლის მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
21 თებერვალს, დიუსელდორფში მიმდინარე ძიუდოისტთა გრან-პრის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებს მეორე ვერცხლის მედალი ავთანდილ ჭრიკიშვილმა (-81 კგ) მოუტანა.

ჭრიკიშვილი ფინალურ შეხვედრაში ბელგიელ იოაკიმ ბოტიეაუსთან გაფრთხილებით დამარცხდა.

ევროპის ორგზისა და მსოფლიოს ჩემპიონმა ჭრიკიშვილმა დიუსელდორფის ტურნირში ჯერ იტალიელ ანტონიო ჩანო დააიპონა, შემდეგ კი მონღოლი უუგანბაატარ ოტგონბაატარი ჩამოიშორა გზიდან ვაზარით. ავთანდილი ნახევარფინალში უნგრელ ლასლო ცსოკნიალს იპონით გასცდა, ნახევარფინალში კი მასპინძელთა ევროპის მესამე პრიზიორ სვენ მარეშს აჯობა.

ამრიგად, დიუსელდორფის გრან-პრიზე საქართველოს ნაკრების მონაგარი ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია. მანამდე ტურნირზე ვიცე-ჩემპიონი ნუგზარ
ტატალაშვილი
(-73 კგ) გახდა, ვაჟა მარგველაშვილმა (-66) კი ბრინჯაო დაისაკუთრა.
* * *
დიუსელდორფის გრან-პრი ხვალ, 22 თებერვალს დასრულდება. ტატამზე ქართველთაგან ვალერი ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი (ორივე -90 კგ), ალექსანდრე ზაალიშვილი (-100 კგ), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (+100 კგ) გავლენ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მაგარია ავთო ძალიან, ვისთანაც წააგო ის ახლოსაც ვერ მოვა მაგასთან , მაგრამ ეს პასიურობა უნდა შეცვალოს როგორმე და თავიდანვე აგრესიულად იჭიდაოს. შეუძლია და ყველაფერი. ეხლაც აგერ გაფრთხილება მიიღო და დრო აგარ ეყო მერე. ოლიმპიადისთვის იმედია შეცვლის ამ სტილს და შეუტევს უფრო.
nika
22:11 21-02-2015
0
წააგებინეს ზალით
tortoneze
22:28 21-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული