საქართველოს ნაკრების ძიუდოისტი და ერთ-ერთი ლიდერი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) თბილისი გრან-პრის გათამაშებას გამოეთიშა.
ჭრიკიშვილი მოულოდნელად დამარცხდა მონღოლ დაგვასურენ ნიამსურენსთან. ჭრიკიშვილი ბრძოლას გაფრთხილებებით იგებდა, თუმცა ყურადღების მოდუნება იპონად დაუჯდა. სამწუხაროდ ჭრიკიშვილი მედლისთვის ბრძოლას ვეღარ გააგრძელებს.
რაც შეეხება დანარჩენ ქართველ ძიუდოისტებს, 73 კილოგრამ წონით კატეგორიას ნუგზარ ტატალაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი შემორჩნენ, რომლებიც ერთმანეთს მეოთხედფინალში ხვდებიან და ასევე ზვიად კაპანაძე. ფრიდონ გიგანი კი მერვედფინალში აზერბაიჯანელ ჰუსეინ რაჰიმლისთან დამარცხდა.
81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობას უშანგი მარგიანი და გიორგი პაპუნაშვილი განაგრძობენ. ამბაკო ავალიანი ტურნირს გამოეთიშა.
13:31 21-03-2015
სენსაცია: ავთანდილ ჭრიკიშვილი თბილისის გრან-პრის გამოეთიშა!
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 9 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
იასუხირო იამასიტასაც აქვს წაგებული ადგილობრიბ შეხვედრაში
0
0
სულ ჩემპიონი ხომ ვერ გახდება ავთო, მთავარია ოლიმპიადაზე დადოს ოქროს სინჯი
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული