სენსაცია: ავთანდილ ჭრიკიშვილი თბილისის გრან-პრის გამოეთიშა!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ძიუდოისტი და ერთ-ერთი ლიდერი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) თბილისი გრან-პრის გათამაშებას გამოეთიშა.

ჭრიკიშვილი მოულოდნელად დამარცხდა მონღოლ დაგვასურენ ნიამსურენსთან. ჭრიკიშვილი ბრძოლას გაფრთხილებებით იგებდა, თუმცა ყურადღების მოდუნება იპონად დაუჯდა. სამწუხაროდ ჭრიკიშვილი მედლისთვის ბრძოლას ვეღარ გააგრძელებს.

რაც შეეხება დანარჩენ ქართველ ძიუდოისტებს, 73 კილოგრამ წონით კატეგორიას ნუგზარ ტატალაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი შემორჩნენ, რომლებიც ერთმანეთს მეოთხედფინალში ხვდებიან და ასევე ზვიად კაპანაძე. ფრიდონ გიგანი კი მერვედფინალში აზერბაიჯანელ ჰუსეინ რაჰიმლისთან დამარცხდა.

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობას უშანგი მარგიანი და გიორგი პაპუნაშვილი განაგრძობენ. ამბაკო ავალიანი ტურნირს გამოეთიშა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ესაა ჭრიკიშვილი მესიაო? არ ააქვს მნიშვნელობა არც ვკითხულობ ვისთან მომიწევს ბრძოლაო ისეთი მაგარი ვარო?!!! ეხ ბიჭო ბიჭოო.
tatartaroz
13:35 21-03-2015
0
ჯობია აქ წააგოს ვიდრე ოლიმპიადაზე. გამოფხიზლებაა საჭირო, რაღაც უმატა დამარცხებებს.
გეო
14:13 21-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული