უშანგმი მარგიანი ფინალში (81) რუსეთის წარმომადგენელ ალან ხუბეცოვს შეხვდა და სამწუხაროდ ერთადერთი გაფრთხილებით დამარცხდა და ვერცხლის მედალი ერგო.
გიორგი პაპუნაშვილი (81) ბრინჯაოსთვის ბრძოლაში მონღოლ დაგვასურენ ნიამსურენსთან დამარცხდა. ნიამსურენმა პაპუნაშვილს ერთადერთი გაფრთხილებით მოუგო.
თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე გრან-პრის ტურნირზე საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედლები ლაშა შავდათუაშვილმა და ნუგზარ ტატალაშვილმა (73) მოუტანეს.
შავდათუაშვილმა აზერბაიჯანელი ჰუსეინ რაჰიმილი იპონით დაამარცხა. ხოლო ტატალაშვილმა (73) გაფრთხილებებით ზვიად კაპანაძეს (73) მოუგო.
რაც შეეხება სხვა ქართველ ძიუდოისტებს, ავთანდილ ჭრიკიშვილი
თბილისის გრან-პრი 2015. ქართველების განრიგი:
22 მარტი, კვირა
90კგ:
ვარლამ ლიპარტელიანი, ზვიად გოგოჭური, პაატა ღვინიაშვილი, ბექა ღვინიაშვილი
100კგ:
ალექსანდრე მსხალაძე, იასონ ნემსაძე, ალექსანდრე ზაალიშვილი, ლაშა გურული
+100კგ:
ონისე ბუღაძე, ლევან მატიაშვილი, ვახტანგ ოქრუაშვილი, ადამ ოქრუაშვილი
ქალები
+78:
ირინე ლეონიძე.