თბილისის გრან-პრის ოქროსთვის ერთმანეთს ლიპარტელიანი და ღვინიაშვილი შეხვდებიან

AutoSharing Option
თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე გრან-პრიზე, 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოქროს მედლისთვის ერთმანეთს ვალერი ლიპარტელიანი და ბექა ღვინიაშვილი შეხვდებიან.

არის შანსი, სპორტის სასახლეში კიდევ ერთი ქართული ფინალი გაიმართოს - ოქროს მედლისთვის მძიმეწონოსანი ადამ ოქრუაშვილი იბრძოლებს, რომლის მეტოქე შესაძლოა, ლევან მატიაშვილი იყოს. ლევანს ნახევარფინალური შეხვედრა უკრაინელ ოლექსანდრ გორდიენკოსთან ჯერ წინ აქვს.

ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს ალექსანდრე მსხალაძე (100 კგ), რომელიც ნახევარფინალში გერმანელ დიმიტრი პეტერსთან დამარცხდა.

"გრან-პრის" ბოლო დღეს მოასპარეზე სხვა ქართველმა ძიუდოისტმა ვაჟებმა ასპარეზობა ადრეულ ეტაპებზევე დაასრულეს. წარუმატებლად იჭიდავა ქალთა შორის საქართველოს ერთადერთმა
წარმომადგენელმა ირინე ლეონიძემაც (+78).

შეგახსენებთ, რომ თბილისის გრან-პრიზე ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე ამ დროისთვის სამი მედალია - ვიცე-ჩემპიონი უშანგი მარგიანი (81) გახდა, ხოლო ბრინჯაოს მედლები ლაშა შავდათუაშვილმა და ნუგზარ ტატალაშვილმა (ორივე 73) დაისაკუთრეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული