თბილისის გრან-პრის ოქროსთვის ოქრუაშვილი და მატიაშვილი შეხვდებიან

AutoSharing Option
თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე გრან-პრიზე ორი ქართული ფინალი გაიმართება - მძიმე წონაში ერთმანეთის წინააღმდეგ ტატამზე ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი წარსდგებიან, ხოლო 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვალერი ლიპარტელიანი ბექა ღვინიაშვილს შეხვდება.

ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს ალექსანდრე მსხალაძე (100 კგ), რომელიც ნახევარფინალში გერმანელ დიმიტრი პეტერსთან დამარცხდა.

გადამწყვეტი პაექრობები სპორტის სასახლეში 17:00 სთ-იდან დაიწყება.

თბილისის გრან-პრის ბოლო დღეს მოასპარეზე სხვა ქართველმა ძიუდოისტმა ვაჟებმა ასპარეზობა ადრეულ ეტაპებზევე დაასრულეს. წარუმატებლად იჭიდავა ქალთა შორის საქართველოს ერთადერთმა წარმომადგენელმა ირინე ლეონიძემაც (+78).

შეგახსენებთ, რომ თბილისის გრან-პრიზე ქართველი ძიუდოისტების
ანგარიშზე ამ დროისთვის სამი მედალია - ვიცე-ჩემპიონი უშანგი მარგიანი (81) გახდა, ხოლო ბრინჯაოს მედლები ლაშა შავდათუაშვილმა და ნუგზარ ტატალაშვილმა (ორივე 73) დაისაკუთრეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული