მედალი 81-კგ მდე წონით კატეგორიაში უშანგი მარგიანმა დაისაკუთრა. მარგიანს ფინალისკენ გზა ლოიკ პიეტრიმ გადაუჭრა, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი ქართველმა ძიუდოისტს მონღოლი უუგანბაატარ ოტგონბაატარი იპონით დაამარცხა.
28 მარტს, ტურნირზე მედლები 73 და 81 კგ-მდე წონით კატეგორიებში გათამაშდა. საქართველოს ნაკრებიდან კი ტატამზე, მარგიანის გარდა, ნუგზარ ტატალაშვილი, ზვიად კაპანაძე (ორივე 73) და ზებედა რეხვიაშვილი (81) გავიდნენ.
ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ასევე ჰქონდა ნუგზარ ტატალაშვილს, თუმცა სანუგეშო ტურნირში პირველი ორთაბრძოლის მოგების
ამავე წონაში კაპანაძემ პირველივე ორთაბრძოლა დათმო პორტუგალუელ ანდრე ალვეშთან.
საწყისი ორი შეხვედრა მოიგო რეხვიაშვილმა, თუმცა შემდეგ ბრაზილიელ ვიქტორ პენალბერს ვეღარ გასცდა.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს ირაკლი უზნაძის გუნდს ბრინჯაოს მედალი ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ) მოუტანა.
ხვალ, 29 მარტს, სამსუნის გრან-პრის დასკვნით საშეჯიბრო დღეს ქართველთაგან 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში ალექსანდრე მსხალაძე და ალექსანდრე ზაალიშვილი გამოვლენ, მძიმე წონაში კი გუგა კიბორძალიძე და გიორგი ბოლოთაშვილი იასპარეზებენ.