ეროვნულ გუნდში მათი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი ხომ ქართველია - ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი ზანთარაია (66), ახლა ახალგაზრდულ გუნდშიც მომრავლდნენ ჩვენებურები.
ამას წინათ კიევში ჩატარდა უკრაინის პირველობა 21-წლამდელთა შორის, სადაც მძიმე წონაში ჩემპიონი დნეპროპეტროვსკელი ნოდარ მაჭუტაძე გახდა.
90 კილოგრამის კვარცხლბეკზე ერთბაშად ორი ქართველი ავიდა - ჭაბუკთა ნაკრებიდან ბექა ღვინიაშვილის მეტოქეობით ცნობილი დავით ხარებავა (ივანოვო-ფრანკოვო) ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა, კიეველი ნოდარ ლაბაძე კი მესამეზე გავიდა.
ჩვენებურთა წილად კიდევ ორი ვერცხლის მედალი მოდის
გუნდურ პირველობაში დნეპროპეტროვსკის პირველმა გუნდმა გაიმარჯვა, რომლის შემადგენლობაშიც მუთოშვილი შედიოდა. ლაბაძე კიეველების გუნდში, ხოლო მაჭუტაძე დნეპროპეტროვსკელთა მეორე გუნდში ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.
აღსანიშნავია, რომ პირად პირველობაში ბიჭებში მაჭუტაძე დნეპროპეტროვსკელთა ერთადერთი გამარჯვებულია, რისთვისაც მოგვიანებით იქაური მხარის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ მიხაილ კოშლიაკისგან პრემიაც მიიღო. ანალოგიური ფულადი ჯილდო მხარის სხვა მედალოსნებმაც მიიღეს, მათ შორის - მესაბლიშვილმაც.
დასასრულ, გეტყვით, რომ უკრაინის ჩემპიონი 23-წლიანთა შორის ასევე დნეპროპეტროვსკელი ნიკოლოზ საჯაია (81) გახდა. სავარაუდოდ, ამ ბიჭების უმრავლესობას მალე უკრაინის ეროვნულ ნაკრებშიც ვიხილავთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"