ბაქოს "დიდი მუზარადი": ოქროს მედლისთვის უშანგი მარგიანი იბრძოლებს

AutoSharing Option
ბაქოში მიმდინარე "დიდი მუზარადის" ფინალში უშანგი მარგიანი (81 კგ) იბრძოლებს, რომელსაც ოქროს მედალს რუსი ჰასან ხარმულზაევი შეეცილება. ტურნირზე ფინალური ბლოკი 16:00 სთ-იდან დაიწყება.

გადამწყვეტ შეხვედრამდე კი მარგიანმა ჩეხ იარომირ მუსილს, ავსტრიელ მარსელ ოტს, იაპონელ გოკი მარუიამას და გერმანელ დომინიკ რესელს სძლია.

სამწუხაროდ, ტურნირის მეორე საშეჯიბრო დღეს უმედლოდ დარჩნენ სხვა ქართველი ძიუდოისტები. 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში მეოთხედფინალში დამარცხდა ნუგზარ ტატალაშვილი, რომელმაც შემდეგ ვერც სანუგეშო ტურნირში იყოჩაღა და საბოლოოდ მეშვიდე ადგილს დასჯერდა. ამავე წონაში მხოლოდ სასტარტო ბრძოლის მოგება შეძლო ლაშა შავდათუაშვილმა.

81
კგ-ში პირველივე შეხვედრა წააგო ლაშა ზურაბიანმა, ისევე როგორც ქალთა ტურნირში საქართველოს სახელით მოასპარეზე ესტერ სტამმა (70).

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს ბრინჯაოს მედალი 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანმა მოიპოვა (იხილეთ ვრცლად).

ასევე იხილეთ:
ბაქოს "დიდი მუზარადი": ქართველები მძიმე ბრძოლების მოლოდინში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული