ბაქოს "დიდი მუზარადი": უშანგი მარგიანი ტრავმის გამო ვერცხლს დასჯერდა

AutoSharing Option
9 მაისს, ბაქოში მიმდინარე "დიდი მუზარადზე" საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედალი უშანგი მარგიანმა (81 კგ) მოუტანა. ქართველი ძიუდოისტი ტურნირის ფინალში გავიდა, სადაც რუს ჰასან ხარმულზაევთან უნდა ეჭიდავა, მაგრამ ტრავმის გამო ეს ვეღარ შეძლო.

გადამწყვეტ შეხვედრამდე კი მარგიანმა ჩეხ იარომირ მუსილს, ავსტრიელ მარსელ ოტს, იაპონელ გოკი მარუიამას და გერმანელ დომინიკ რესელს სძლია.

სამწუხაროდ, ტურნირის მეორე საშეჯიბრო დღეს უმედლოდ დარჩნენ სხვა ქართველი ძიუდოისტები. 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში მეოთხედფინალში დამარცხდა ნუგზარ ტატალაშვილი, რომელმაც შემდეგ ვერც სანუგეშო ტურნირში იყოჩაღა და საბოლოოდ მეშვიდე ადგილს დასჯერდა. ამავე
წონაში მხოლოდ სასტარტო ბრძოლის მოგება შეძლო ლაშა შავდათუაშვილმა.

81 კგ-ში პირველივე შეხვედრა წააგო ლაშა ზურაბიანმა, ისევე როგორც ქალთა ტურნირში საქართველოს სახელით მოასპარეზე ესტერ სტამმა (70).

ამრიგად, ბაქოში ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე ამჟამად ორი მედალია. შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს ბრინჯაოს მედალი 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანმა მოიპოვა (იხილეთ ვრცლად).

ასევე იხილეთ:
ბაქოს "დიდი მუზარადი": ქართველები მძიმე ბრძოლების მოლოდინში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული