რუმინულ კლუჟში დამთავრდა ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის თასი, რომელშიც საქართველოდან მხოლოდ გოგოების ნაკრები გამოდიოდა. მათ არცთუ ურიგოდ იჭიდავეს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს, ამდენივემ კი ბრინჯაოსთვის პაექრობა წააგო. გუნდურში ისინი მეცხრეზე გავიდნენ.
ტურნირის ვიცე-ჩემპიონები მზია ბებოშვილი (52) და ეთერ ლიპარტელიანი (57) გახდნენ. პირველი ფინალში თურქ ირემ კორკმაზთან დამარცხდა, მეორე - ფინელ ემილია კანერვასთან.
57 კილოგრამში გია თენაძის შეგირდებს კიდევ ერთი მედლის - ბრინჯაოს მოპოვებაც შეეძლოთ, მაგრამ დამამშვიდებლის ფინალში მარიამ ჭანტურიამ ბრიტანელ ჩლოე ელვისთან წააგო.
მძიმე წონაში ნახევარფინალში გავიდა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მაგრამ ეს ფინალის წაგება რაღაც ჩვევაში გვაქვს უკვე, თუ რა ხდება. ბიჭებსაც და ახლა უკვე გოგონებსაც...