ფინალურ დაპირისპირებაში პირველი ტატამზე ამირან პაპინაშვილი (66) გავიდა და სამწუხაროდ ლოიკ კორვალთან იპონით დამარცხდა.
მეორე ტატამზე ნუგზარ ტატალაშვილი (73) გავიდა. შეხვედრის ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა. დამატებით დროში (ოქროს ქულა) კი გამარჯვება პიერ დუპრატმა მოიპოვა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ფრანგმა საკამათო ვითარებაში მიიღო გამარჯვების ქულა.
მესამე ტატამზე ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) გავიდა. ლოიკ პიეტრიმ შეხვედრის განმავლობაში იუკო მოიპოვა და საბოლოოდ გამარჯვებაც მას დარჩა. 3:0 ფრანგების სასარგებლოდ.
ერთადერთი გამარჯვების მოპოვება ვარლამ ლიპარტელიანმა (91) შეძლო. მისი მეტოქე ტატამზე არ გავიდა.
საბოლოო ანგარიში - 4:1 ფრაგნების სასარგებლოდ.