ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: შავდათუაშვილმა პირველივე შეხვედრა წააგო

AutoSharing Option
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველივე ორთაბრძოლა წააგო ოლიმპიურმა და ევროპის ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ), რომელსაც მეტოქედ ფრანგი ევროპის პრიზიორი პიერ დუპრატი ჰყავდა.

მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს ამავე წონაში ჩვენი მეორე წარმომადგენელი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი ნუგზარ ტატალაშვილი. ტატალაშვილმა პირველ შეხვედრაში უკრაინელ დმიტრი კანივეცს აჯობა, შემდეგ კი - ჩინელ შუაი სუნს და 1/8-ფინალში მონღოლ ოდბაიარ განბაატარს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 25 აგვისტოს, ვაჟთაგან მხოლოდ 66 კილოგრამის ფალავნები ჭიდაობდნენ, სადაც ჩვენს ნაკრებს მონაწილე არ ჰყავდა, ხოლო ტურნირის პირველ დღეს - 24
აგვისტოს, 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში წარუმატებლად ამირან პაპინაშვილმა იასპარეზა.

ასევე იხილეთ:
მკითხველის კომენტარები / 6 /
დროა ალბათ გოლფის თამაშზე გადაერთოს შავდათუაშვილი. სირცხვილია უკვე მაგის გამო ერთი წონა დაკარგული გვაქვს და შესაბამისად ენთუზიაზმიც იმ წონებში სადაც ჯიუტად წარმომადგენელი არ გამოყავთ მწვრთნელებს და ფედერაციას. არადა ძველი დამსახურების გამო იჩაგრებიან ბევრი ბიჭები. დარწმუნებული ვარ ერთ-ორ წრეს მაინც გაივლიან 66-ში რომელიმე და თუ სერიოზულ შეჯიბრზე არ აჭიდავე და სპორტსმენმა ვერ იგრძნო ის სიტუაცია რაც მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლისას არის ის ვერც მასტერსზე დაგიდებს შედეგს და ვერც უბრალო ტურნირზე. ალბათ დროა უკვე რომ ერთ მოჭიდავეზე მორგებულ წესებს გადავუხვიოთ თორემ ისე გამოდის სააკაშვილმა რომ კონსტიტუცია მოარგო გირგვლიანის მკვლელების გამოშვებას ციხიდან. დიდი განსხვავება არაა რადგანაც ერთი კაცის გამო ორ წონას კლავენ. ჯარჯის შეხედე და მერე საკუთარ გულში ჩაიხედე შავდათუაშვილო ისიც ხომ ასე ახალგაზრდა გახდა ოლიმპიური ჩემპიონი და მას მერე ეჭვქვეშ არასოდეს დაუყენებია თავისი სახელი და როცა არა სჯობს გაეცალე რა შენ მაინც ოლიმპიურ ჩემპიონად დარჩები.
j.....
11:48 26-08-2015
0
Ai egrea. Milioni xo ishova olimpiadis mogebit? Pexebze ar kidia dalshe yvelaperi? Karieras ungreven pulit da verc xvdebian. Waaxalise ra 30-50 atasit ra sachiroa milionis gadaxda ar mesmis
Emre
12:10 26-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული