ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: შავდათუაშვილი და ტატალაშვილი უმედლოდ

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტებისთვის წარუმატებელი გამოდგა ასტანაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრებო დღეც. 26 აგვისტოს, ვაჟთა ტურნირში ტატამზე 73 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფალავნები, ლაშა შავდათუაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი გავიდნენ, მაგრამ ასპარეზობა მედლების გარეშე დაასრულეს.

თავისი პირველივე ორთაბრძოლა წააგო ოლიმპიურმა და ევროპის ჩემპიონმა შავდათუაშვილმა, რომელსაც მეტოქედ ფრანგი ევროპის პრიზიორი პიერ დუპრატი ჰყავდა.

მხოლოდ ორი ორთაბრძოლა მოიგო ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ტატალაშვილმა, რომელმაც უკრაინელ დმიტრი კანივეცსა და ჩინელ შუაი სუნთან მოგების შემდეგ, 1/8-ფინალში მონღოლ ოდბაიარ განბაატართან გაფრთხილებით წააგო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 25 აგვისტოს, ვაჟთაგან მხოლოდ 66
კილოგრამის ფალავნები ჭიდაობდნენ, სადაც ჩვენს ნაკრებს მონაწილე არ ჰყავდა, ხოლო ტურნირის პირველ დღეს - 24 აგვისტოს, 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში წარუმატებლად ამირან პაპინაშვილმა იასპარეზა.

ასევე იხილეთ:
მკითხველის კომენტარები / 6 /
ძიუდოში გვახარებდნენ ჩვენი სპორტსმენები მაგრამ ჯერჯერობით ძალიან ცუდათ გამოვდივართ იმედია გამოსწორდება სიტუაცია მედლები იქნება სასურველია უმაღლესი ხარისხის იმედი მაქვს ბიჭები თავს არ დაზოგავენ და გამარჯვებებით გაგვახარებენ
0
81 და 90-ში დაგვრჩა მედლის იმედი. ახლა გამოჩნდა რამდენით აღემატება მსოფლიო ჩემპიონატი ევროპას და ჩვეულებრივ მასტერსებს. ოლიმპიადა კიდევ უფრო რთული იქნება
fraternity
13:53 26-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული