ისინი ერთმანეთს ფინალამდე არ ხვდებიან, პირველ წრეში კი ორივე ისვენებს. ცნობილია მეორეში მათი მეტოქეებიც - ჭრიკიშვილი ჰოლანდიელ ფრანკ დე უაიტს შეხვდება, მარგიანი - პოლონელ ლუკაშ ბლაჩს.
მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი ჭრიკიშვილი აქაც პირველ ნომრადაა განთესილი და განუთესავებიდან განსაკუთრებით ძლიერი მასთან არავინ მოხვედრილა. ჰოლანდიელის ჩამოცილების შემთხვევაში ის მეორე პაექრობას ესტონელ
ფორმაში მყოფი ჭრიკიშვილისთვის ამათი დამარცხება არანაირი პრობლემა არაა, მაგრამ ვნახოთ, როგორაა ის მომზადებული ჩემპიონატისთვის. ის ფინალამდე არ ხვდება უხერხულ მეტოქეს, ფრანგ მსოფლიოს ჩემპიონ ლოიკ პიეტრის, ნახევარფინალში კი რუსთა ევროპისა და მსოფლიოს ექსჩემპიონ ივან ნიფონტოვსა და იაპონელ ტაკანორი ნაგასეზე გადის.
მარგიანის ჯგუფში ფავორიტი პიეტრია, თუმცა მას მეოთხედფინალამდე ვერ შეხვდება, ოღონდ იქამდე მისასვლელადაც დიდი გმირობა მართებს. პოლონელი არ გვგონია ჩვენებურის სადარი ფალავანი, მესამე წრეში კი ჩრდილოკორეელ ჰონგ ვი პაკსა და უზბეკ იაკიო იმამოვის წყვილიდან ერთი ამოუვა. იმამოვიც კერკეტი კაკალია, კორეელი კი პირადად არ ვიცით, მაგრამ მათ საკმაოდ კარგი ნაკრები ჰყავთ, არ არიან ხელწამოსაკრავნი.
მერვედფინალის ბადეში მარგიანს მოლდოვიდან არაბულ საემიროებში ემიგრირებული ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი სერგიუ ტომაც მოუდის, ასეთებთან ბრძოლა კი არ იქნება იოლი.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატში აქამდე სამმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა: ამირან პაპინაშვილმა (-60), ლაშა შავდათუაშვილმა და ნუგზარ ტატალაშვილმა (-73), თუმცა მედალს ვერცერთი შესწვდა.
ასევე იხილეთ:
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი. III დღე: მწარე ალიყურები
მსოფლიოს ჩემპიონატი. II დღე: ჩემპიონი ანი
მსოფლიოს ჩემპიონატი. I დღე: პაპინაშვილი მასპინძელს ვერ გადაახტა