ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: ავთანდილ ჭრიკიშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
ყაზახეთის დედალაქ ასტანაში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს პირველი მედლის მოპოვების კარგი შანსი აქვს - 81 კგ-მდე წონითი კატეგორიის ნახევარფინალში დამარცხებული ავთანდილ ჭრიკიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

ევროპის სამგზის, ევროპული თამაშების და მსოფლიოს ქართველი ჩემპიონი ნახევარფინალში იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან დამარცხდა, ბრინჯაოს მედლისთვის კი ბრაზილიელ ვიქტორ პენალბერს დაუპირისპირდება.

რეიტინგის პირველი ნომერი ჭრიკიშვილი ასტანაში ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაება და ჰოლანდიელ ფანკ დე უეიტს, ყაზახ აზიზ კალკამანულს, უნგრელ ლასზლო ცსოკნიალს აჯობა. მეოთხედფინალში ავთომ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა გერმანელი სვენ მარეში.

დღეს ტურნირზე ამავე წონაში
უშანგი მარგიანმაც
იასპარეზა, თუმცა პირველი ორთაბრძოლის შემდეგ უზბეკ იახიო იმამოვთან დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე წინა დღეებში სამმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა: ამირან პაპინაშვილმა (-60), ლაშა შავდათუაშვილმა და ნუგზარ ტატალაშვილმა (-73), თუმცა მედალს ვერცერთი შესწვდა.

ასევე იხილეთ:
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი. III დღე: მწარე ალიყურები
მსოფლიოს ჩემპიონატი. II დღე: ჩემპიონი ანი
მსოფლიოს ჩემპიონატი. I დღე: პაპინაშვილი მასპინძელს ვერ გადაახტა
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეჰ აი ამ კოკის რა უნდა ელაპარაკო :/
0
მაგრებოოოოოოოოოო.რასაც თქვენში ფულს ხარჯავენ პენსიონრებისთვის რომ დაერიგებინათ წონითი კატეგორიების მიხედვით ერთ ბრინჯაოს მაინც გამოკრავდნენ ხელს
koki
17:15 27-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული